აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ  კანონპროექტი, „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესახებ, დაამტკიცა

29
spot_img

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 352-მა დეპუტატმა, 65 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგი იყო 15 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი კანონმდებელი.

კანონპროექტი კრძალავს „ტიკ-ტოკს“ აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში, თუ სოციალური მედიის პლატფორმა, რომელსაც დაახლოებით 170 მილიონი ამერიკელი იყენებს, არ იქნება გამოყოფილი მისი ჩინელი მშობელი კომპანიის, „ბაით დანსისგან.“

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სენატში.

ამავდროულად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს, თუ კანონპროექტს სენატი მხარს დაუჭერს. „ტიკ-ტოკის“ ადმინისტრაციის განცხადებით, ახლა მათი ყურადღება სენატისკენ არის მიმართული.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სენატი განიხილავს ფაქტებს, მოუსმენს მათ ამომრჩეველს და გააცნობიერებს გავლენას ეკონომიკაზე, შვიდ მილიონზე მცირე ბიზნესზე და 170 მილიონ ამერიკელზე, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისით”, – ნათქვამია განცხადებაში.