2008 წლის აგვისტოს ომზე თავად “ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს – ის არის მონაწილე იმ რეზოლუციის, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა მიიღეს და მხარი დაუჭირეს, სადაც ისინი ამბობდნენ ქართულ ჯარზე, რომ საომარი მოქმედებები სწორედ ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჰააგასა და სტრასბურგში მათი ხელისუფლების პირობებში ყველა ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდა.
,,წლებია, ჩვენ ვცდილობდით, რომ ამ საკითხზე თავი აგვერიდებინა, მათ შორის სასამართლო პროცესების გამო ჰააგასა და სტრასბურგში. ყველა ეს პროცესი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს საქმეები იმდენად სუსტად ყოფილიყო მომზადებული, რომ საქართველოს წაეგო, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი შემოატრიალა და პროცესები მოვიგეთ. ის, რომ 2008 წლის ომი მინიმუმ ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია, მგონი, ამას დიდი საუბარი არ სჭირდება. საჭიროა თუ არა გამოძიება და ა.შ. ეს არ ვიცი, რამდენად რელევანტურია ამ მომენტისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ისინი პოლიტიკური დამნაშავეები არიან იმ უბედურებებზე, რაც საქართველოში მათი ხელისუფლების დროს ტრიალებდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.