“2008 წლის ომზე გამოძიების დაწყებას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ გამოვრიცხავთ” – ალექსანდრე ელისაშვილი

68
spot_img

2008 წლის ომზე გამოძიების დაწყებას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ გამოვრიცხავთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა.

„ხელისუფლება, რომ შეიცვლება მერე არ გამოვრიცხავ, რომ მართლა გამოვიძიოთ 2008 წლის ომი. ოღონდ ახლა, ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის მერე რომ გაახსენდათ, ეგრე კი არა, რეალურად ვინც დასასჯელია თავიდან ბოლომდე, ამას არ გამოვრიცხავ, ხელისუფლება რომ შეიცვლება“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

„თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს იქნება ბოლო წვეთი, არჩევნებს აღარ დაველოდებით და 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოვითხოვთ“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.