“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავჯდომარის ნიკა მელიასა და “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა 11 მარტს გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.
“14:00 საათზე, სასტუმრო “შერატონში” გაიმართება მელია-გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა და გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება”,- აცხადებენ პრესსამსახურში.