რუსთავში, ოჯახური დანაშაულისთვის მამაკაცი დააკავეს. მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ჯერ მანქანა დაუზიანა, შემდეგ კი ცეცხლი მოუკიდა და დაწვა. მანამდე ის ქალს ცივი იარაღით ემუქრებოდა და შერიგებას სთხოვდა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.