9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

545
spot_img

ვერძი

გააფერადეთ ირგვლივ გარემო მხიარული ფერებით, მოიწვიეთ მეგობრები და გაუზიარეთ მათ ახალი იდეები, გეგმები, გაერთეთ და მხიარულად გაატარეთ დრო მათთან ერთად.

კურო

აიღეთ ინიციატივა და კარგად მოფიქრებული სამოქმედო გეგმის მიხედვით გადაანაწილეთ საქმეები გარშემომყოფ ადამიანებზე. ასე სწრაფად მოაგვარებთ ყველაფერს და თქვენს ორგანიზატორულ უნარებსაც საუკეთესოდ გამოავლენთ.

ტყუპები

იზრუნეთ საკუთარ თავზე, შეიძინეთ ის ნივთები, რომელიც დიდი ხანია მოგწონდათ, განაახლეთ გარდერობი, შეიცვალეთ იმიჯი, ნურც ახლობლებს დაივიწყებთ, აჩუქეთ მათ სასიამოვნო წუთები და გაუკეთეთ სიურპრიზები.

კირჩხიბი

მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზების დღეა, შეიძლება, დაგიბრუნონ ვალი, ან შემთხვევით იპოვოთ ფული, ან ლატარიაში მოიგოთ, იყავით ყურადღებით, სამყარო საჩუქარს გიმზადებთ.

ლომი

ნუ აჰყვებით ცდუნებებს. თავი შეიკავეთ სერიოზული საყიდლებისგან, მოერიდეთ ფულის რაიმეში დაბანდებას, ნურც რეკლამებს აჰყვებით, არის რისკი, მნიშვნელოვანი თანხა უსარგებლოდ დახარჯოთ და ქარს გაატანოთ.

ქალწული

წარმატებები ფრთებს შეგაბამთ და უფრო მეტი აქტიურობით გააგრძელებთ ნებისმიერ საქმიანობას, რადგან მიღებული შედეგები და ფინანსური სარგებელი, მორალურ კმაყოფილებასთან ერთად, ახალი სიმაღლეებისკენ გიბიძგებთ.

სასწორი

დღეს, იოლად მოიზიდავთ ახალ სასიკეთო ნაცნობებს და მოიძიებთ სასარგებლო კავშირებს როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. დიდია რომანტიკული შეხვედრებისა და ახალი თავგადასავლების ალბათობა.

მორიელი

სასურველია, თავი შეიკავოთ ურთიერთობების გარჩევისგან, ნუ აჰყვებით ეჭვებსა და ნეგატიურ ემოციებს. ნუ იმოქმედებთ ისე, რომ მერე სანანებელი გაგიხდეთ, რადგან სიტუაციას მარტივად ვეღარ გამოასწორებთ.

მშვილდოსანი

დაიცავით ურთიერთობებში გარკვეული საზღვრები, ნუ შეეცდებით, დაუმტკიცოთ გარშემომყოფებს თქვენი უპირატესობა, თუმცა, დიდია ცდუნება, შეეჯიბროთ ვინმეს რამეში და დაუმტკიცოთ ყველას, რა ჭკვიანი, ძლიერი და გონიერი ხართ.

თხის რქა

მატულობს თქვენი აქტიურობა, შეუპოვრობა და იღბლიანობა. დღეს, შეძლებთ, მოაგვაროთ ის საკითხებიც კი, რომლებზეც ხელი გქონდათ ჩაქნეული. ზუსტად განსაზღვრავთ, რა გააკეთოთ და როგორ იმოქმედოთ მიზნის მისაღწევად.

მერწყული

შესაძლოა შექმნილმა ვითარებამ გაიძულოთ ისე იმოქმედოთ, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და მეტად სასიკეთოდ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, თუმცა ამგვარი ქმედება მოშურნეებსაც გაააქტიურებს.

თევზები

კარგი იქნება, თუ მთელი თქვენი დრო და ენერგია, დღეს, მიმართული იქნება ოჯახისა და ახლობლების მიმართ. შექმენით ირგვლივ სასიამოვნო ატმოსფერო, იზრუნეთ მყუდრო, ხალისიანი განწყობის შექმნაზე და გააკეთეთ რაიმე სასარგებლო ოჯახის ყველა წევრისთვის.