გენდერული იდეოლოგია დღეს არის ყველაზე მახინჯი იდეოლოგია, – აღნიშნულის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
პონტიფიკოსის თქმით, გენდერული იდეოლოგია, ქალსა და კაცს შორის განსხვავებას შლის.
„ეს არის ჩვენი დროის მახინჯი იდეოლოგია, რომელიც ქალსა და კაცს შორის ყველანაირ განსხვავებას შლის. ამ განსხვავების წაშლა კაცობრიობის განადგურების ტოლფასია“, – აღნიშნა რომის პაპმა ვატიკანში მიმდინარე საერთაშორისო ანთროპოლოგიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.