იტალიაში, ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

32
spot_img

იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ქართველები რეჯო-დი-კალაბრიაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში აიყვანეს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც დაკეტილი ბინიდან საეჭვო ხმაური გაიგეს.

ქურდობის მცდელობის გარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ სხვისი ქონების დაზიანება და იარაღის უკანონო ფლობა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ერთ-ერთი დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.