ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. 6 თებერვალს, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად სპეციალური ინსტრუმენტის შექმნაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
ფონდი, რომელიც 50 მილიარდ ევროს მოიცავს, გააერთიანებს უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილ თანხებს ერთიან ინსტრუმენტში, რომელიც უზრუნველყოფს 2024-2027 წლებში უკრაინის თანმიმდევრულ, განჭვრეტად და მოქნილ მხარდაჭერას.