ეგვიპტე რაფაჰის საზღვარზე ბეტონის კედელს აგებს.
ამის შესახებ AP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კაიროში აცხადებენ, რომ ეს ერთგვარი ბუფერული ზონა გახდება, სადაც ღაზის სექტორის მცხოვრებლები დახმარებას მიიღებენ.
კედლის მშენებლობა ეგვიპტეში მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელმა რაფაჰში სამხედრო ოპერაციის გაფართოება დააანონსა და ქალაქზე იერიში დაიწყო. კედელი ეგვიპტისთვის პალესტინელ ლტოლვილთა ნაკადისგან თავდაცვის ნაგებობის ფუნქციას შეასრულებს.