სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

60
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო.

არსებული ინფორმაციით, საქართველოდან მიუნხენში კიდევ ერთი დელაგაცია გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, რომელიც ყოველი წლის თებერვალში თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.