სენაკში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თვითმხილველის ინფორმაციით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს ჩანთა გასტაცა, რის შემდეგაც გაქცევა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მამაკაცი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც „შსს-ში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს.