აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი არ გადადის უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, არსებობს სახიფათო წერტილები.
“არ ვფიქრობ, რომ კონფლიქტის ესკალაცია ხდება. [თუმცა] ბევრი სახიფათო წერტილია. ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ თითოეულ მათგანს”, – დასძინა ენტონი ბლინკენმა.