დიდი შვიდეულისა“ და „გლობალური სამხრეთის“ ზოგიერთმა ქვეყანამ მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს – „ბლუმბერგი”

37
spot_img

გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, „დიდი შვიდეულისა“ და „გლობალური სამხრეთის“ ზოგიერთმა ქვეყანამ 16 დეკემბერს, საუდის არაბეთში უკრაინის წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრა გამართა, შეხვედრაზე კი, მოსკოვთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, შეხვედრაზე პროგრესი არ ყოფილა. მედიის ცნობით, უკრაინა და „დიდი შვიდეულის“ წევრები ეწინააღმდეგებიან „გლობალური სამხრეთის“ წარმომადგენელი ქვეყნების მოწოდებებს რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობაზე. აქვე აღნიშნულია, რომ კიევმა და მისმა მოკავშირეებმა „დიდი შვიდეულიდან“ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამართლიანმა მშვიდობამ პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზნები არ შეცვლილა, ვლადიმერ პუტინს არ გამოუვლენია არსებითი მოლაპარაკებების წარმოების სურვილი და არ იცავს მანამდე მიღწეულ შეთანხმებებს.

აქვე „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ მოკავშირეებმა მკაფიოდ გახადეს, რომ განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, ევროკავშირი და აშშ კი დარწმუნებული არიან, რომ მათი ფინანსური მხარდაჭერა დამტკიცდება.