“არმიაში ხალხი მჭირდება, მსოფლიოს მივმართო და ვთხოვო ხალხი, თუ თქვენ წახვალთ საომრად?”- ზალუჟნიმ უმაღლესი რადას წევრებს მიმართა

99
spot_img

4 იანვარს უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი განიხილეს.

მედიის ცნობით, ვალერი ზალუჟნიმ არმიაში ნასამართლევი პირებისა და პატიმრების ჩარიცხვასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გამოთქვა.

მისი თქმით, მას არმიაში სჭირდება ხალხი, რადგან რუსეთმა უკვე 400 ათასამდე ახალწვეულის მობილიზება შეძლო და ივნისისთვის კიდევ 400 ათასამდე პირის მობილიზებას მოახერხებს.

„ვინ ვაომო? მსოფლიოს მივმართო და მათ ვთხოვო ხალხი, თუ თქვენ წახვალთ საომრად? ყოველი ახალწვეულისთვის 80-დღიანი სწავლება იქნება, მაგრამ მომეცით ხალხი“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, ყველა ახალწვეულმა 80-დღიანი სწავლება უნდა გაიაროს.