ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, რამდენიმე წუთით გახსნილი ხაიშის მონაკვეთი ისევ ჩაიკეტა

31
spot_img

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, ხაიშის მონაკვეთი ისევ ჩაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი კლდოვანი მასა ჩამოიშალა, არის ქვათაცვენის საშიშროება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე წუთის წინ გახსნილი მოძრაობა ისევ აიკრძალა.

ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ხაიშის მონაკვეთთან, წუხელ ჩახერგილი გზა მხოლოდ რამდენიმე წუთით გაიხსნა. იმ ავტომობილებმა, რომლებიც რამდენიმე საათი ელოდებოდნენ მოძრაობის გახსნას, უპრობლემოდ შეძლეს გადაადგილება, როგორც მესტიის, ასევე ზუგდიდის მიმართლებით.

ამ დროისთვის, ახალი ქვათაცვენის გამო ავტომობილებს მოძრაობა მხოლოდ ხაიშამდე შეუძლიათ.