ოპოზიციას საამაყო ამ პროცესში არაფერი აქვს, საკუთარ თავზე რომ ილაპარაკონ, შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად იქნებ ხელისუფლებას მოცხონ ჩირქი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ოპოზიციისთვის ახლა მთავარია, როგორმე თავი მიიტანოს საპარლამენტო არჩევნებამდე. საამაყო ამ პროცესში არაფერი აქვთ, საკუთარ თავზე რომ ილაპარაკონ. შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად იქნებ ხელისუფლებას მოცხონ ჩირქი. ჩვენი ამოცანაა დავიწყოთ რეკომენდაციების შესრულება. მოლოდინი საკმაოდ პოზიტიურია ჩვენი მხრიდან, თუმცა, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია იქ არის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ არჩევნები 26 ოქტომბერსაა, ჩვენ ამ რეკომენდაციების სრულად შესრულებას ნოემბრამდე ვერ შევძლებთ და ეს პერიოდიც უნდა იყოს გათვალისწინებული“,- აღნიშნა სამხარაძემ.
საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა.