სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო – აქედან გამომდინარე, მისი ადგილი, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებაზე არ იყო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მან უპასუხა კითხვას: თუ რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სცენაზე ასვლის საშუალება.
გარდა ამისა, კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ევროპელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.
“ყველას ვულოცავ კანდიდატის სტატუსს. ხალხში ხედავთ როგორი განწყობაა – საზეიმო განწყობა. რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან სერიოზულო საფუძველი, ჩვენი ვიბრძოლეთ ქვეყნის წინსვლისთვის. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მადლობა ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დღეს ევროკავშირის ელჩს ჰქონდა არაჩვეულებრივი სიტყვა, მადლობა პირადად მას და ყველა ევროპელ მეგობარს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, – განაცხადა კობახიძემ.