Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

 სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე

სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის სასარგებლოდ – რა მიზეზითაც ის აირჩიეს, ის ამ საქმეს ღალატობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა.

„საინტერესო კითხვას დაბადებს, როგორ შეძლებენ ბატონი გვარამია და ქალბატონი ზურაბიშვილი ერთ პარტიაში შეხმატკბილებულად მოღვაწეობას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყო საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც შესრულდა სამადლობელი პარაკლისი.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოჯახი სიწმინდის დღე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით 10 წლის წინ დაწესდა.

„დღევანდელ სამყაროში ბევრი რამ დგას გამოწვევის წინაშე და მათ შორის, გამოწვევის წინაშე დგას ოჯახის ის ტრადიციული გაგება, რომელიც ათასწლეულებია მოგვდგამს, როგორც საქართველოში, ისე ზოგადად, სამყაროში. დღეს ცდილობენ, რომ ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, ამოაყირაონ ღირებულებითი თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების, უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ. როგორც დღეს მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახში არის სამი ჰიპოსტასი – მამა, დედა და შვილი, ოჯახი არის კაცი, ქალი და ბავშვი და ოჯახის ეს გაგება სრულად უნდა იყოს აღქმული და წარმოჩენილი ხალხის მხრიდან”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოსულმა მოსახლეობამ ფაქტობრივად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ.

„საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ. დღეს ამ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო – სახალხო განხილვის ბოლო დღე იყო. ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დღეს, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე. დღეს, ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ეს რეფერენდუმი კანონად გადააქციოს და ჩვენ დავიწყებთ უკვე კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვას. ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება „ჭეშმარიტების მომენტი”, როდესაც მას მოუწევს თვალში ჩახედოს ამ რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც დღეს გამოვიდა საქართველოს ქალაქებში და მიიღოს გადაწყვეტილება – ის დგას ქართველი ხალხის მხარეს, თუ ის დგას იმ პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ ეს ღირებულებები შეარყიონ სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას და მსვლელობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – ანრი ოხანაშვილი 

ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს კანონში ფიზიკური პირების რეგისტრაციის ვალდებულება დაემატა და თითქოს ტექსტში დაზუსტებები ფარულად შევიდა. როგორც ჩანს რადიკალურ ოპოზიციას ეს თემა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შემონახული ჰქონდა, რომელზეც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმა არ ამოუღიათ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, კანონპროექტის ჯერ კიდევ დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით. მისივე თქმით, „მე-2 მოსმენის დროს, სხდომათა დარბაზში სრულად იყვნენ წარმოდგენილი რადიკალებიც, რასაც პლენარული სხდომის ვიდეოც ადასტურებს“.

„ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს კანონში ფიზიკური პირების რეგისტრაციის ვალდებულება დაემატა და თითქოს ტექსტში დაზუსტებები ფარულად შევიდა.

როგორც ჩანს რადიკალურ ოპოზიციას ეს თემა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შემონახული ჰქონდა, რომელზეც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმა არ ამოუღიათ.

რადიკალები მსგავს სპეკულაციაში ჩემი წინა პოსტითაც (კომიტეტზე მე-3 მოსმენის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით) ვამხილე, ამიტომ ახლაც საჭიროდ ვთვლი მათ მხილებასა და ჩვენი საზოგადოების დამატებით ინფორმირებას (იხ. აგრეთვე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტში ვითომ ფარულად შეტანილი დაზუსტების ამსახველი ვიდეომასალა):

რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს (ჩვენს მოქალაქეებს) უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ. კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს!

კანონპროექტის ჯერ კიდევ დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით.

მე-2 მოსმენის დროს, პლენარულ სხდომაზე, სადაც ეს რადიკალებიც სრულად იყვნენ წარმოდგენილნი, მე-9 მუხლში დაზუსტდა შემდეგი:

ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით არის შესაძლებელი ასეთი ინფორმაციის გამოთხოვა და არა ზოგადად, როგორც რადიკალები ამბობენ, თითქოს ფიზიკური პირის მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებისა და მისი დარეგისტრირების მიზნით.

დასკვნა: ის პრინციპი, რაც კანონპროექტის დაინიცირებულ ვერსიაში ეწერა, არც განხილვის პროცესში შეცვლილა.

არა დეზინფორმაციას!

კი გამჭვირვალობას!

კი ქართულ კანონს!

ღირსებით ევროპისკენ!” – წერს ანრი ოხანაშვილი.

საქართველო და ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს და ოჯახს – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„დღეს მთელი ერი და ბერი გაერთიანდა ჩვენი უნივერსალური ღირებულებების დასაცავად. ერთმანეთს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დღეს ვაწვდით ხმას, რომ საქართველო და ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს და ოჯახს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო მსვლელობები გაიმართა.

პანიკის დათესვის მცდელობა ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია – ლევან დავითაშვილი

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ დინამიკასთან, ეკონომიკის პროგრესთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან. სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომლებიც ოპონენტების მხრიდან ისმის, ბუნებრივია, დადებითად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მოვლენებზე – ეს არის, პრინციპში, გამიზნული პოლიტიკა, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდება პოლიტიკის მორალურ ჩარჩოებს ანუ ყველა გზით მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, არ არის მთლად ღირსეული და საქმე ზუსტად ამასთან გვაქვს, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს არის საკმაოდ მყარი და ჯანსაღი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ინსტიტუტის მიერ. მისი შეფასებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად ჯანსაღია და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამავე დროს, ეკონომიკა საკმაოდ მგრძნობიარეა, სტაბილურობასთან პირდაპირ არის კავშირში, ამიტომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს.

„ოპონენტები გამიზნულად ცდილობენ, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარება შეაფერხონ, მაქსიმალური ზიანი მოუტანონ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ქვეყანა განზოგადებული ცნება არ არის, ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, რადგან ეკონომიკის დაზიანება პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქისა თუ ოჯახის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ვხედავთ, ბოლო დღეებში როგორი გამიზნული, მიზანმიმართული შეტევაა საქართველოს ეკონომიკაზე, არის განცხადებები, რომ ეკონომიკა დაზიანდება, ჩამოიქცევა, ლარის კურსი გაუფასურდება, ასევე არის მოწოდებები, რომ მოსახლეობამ გამოიტანოს დეპოზიტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიური მოვლენების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

„დავინახეთ, რომ მათ შორის, ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება და იმ შემთხვევაში, თუ პანიკას აჰყვებიან მოქალაქეები, სამწუხაროდ, იზარალებენ. ამიტომ, ცალსახაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ ამ შემთხვევაშიც სიმშვიდე და ობიექტურად შევხედოთ მოვლენებს“, – განაცხადა პირველმა, ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული – ოლაფ შოლცი 

საქართველოს მთავრობის მეთაურთან ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და ის არ უნდა იქნას მიღებული, ახლა არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის პრეზიდენტ, ვიოლა ამჰერდთან ერთად, 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„აქ, ზუსტად ამ ადგილას, საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად ვიდექი და ძალიან-ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და ის არ უნდა იქნას მიღებული. ახლა, როდესაც ეს [კანონის მიღება] გადაწყდა, არაფერი შეცვლილა,” – განაცხადა შოლცმა.

რამდენჯერ აღგვინიშნავს 17 მაისი, მაგრამ ამდენი ადამიანი მგონი არასოდეს გამოსულა – მამა შალვა კეკელია

რამდენჯერ აღგვინიშნავს 17 მაისი, მაგრამ ამდენი ადამიანი მგონი არასოდეს გამოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერმა გაიაზრა, რა საფრთხის წინაშე დგას და თუნდაც ოჯახის სიწმინდე რამდენად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაზე განუცხადა.

„ხალხმაც გამოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის ოჯახი, ოჯახის სიწმინდე. რამდენჯერ აღგვინიშნავს 17 მაისი, მაგრამ ამდენი ადამიანი მგონი არასოდეს გამოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერმა გაიაზრა, რა საფრთხის წინაშე დგას და თუნდაც ოჯახის სიწმინდე რამდენად მნიშვნელოვანია და ქვეყნის დაცვა. ოჯახი არის სიხარული, ბედნიერება, სიმტკიცე, ქვეყნის საძირკველი და საფუძველი და როგორი ოჯახებიცაა ქვეყანაში, ისეთი ქვეყანა გვაქვს. ამ [მსვლელობაზე მისულ] ხალხს ესმის, რომ ოჯახზე დგას ყველაფერი და ოჯახის სიწმინდისთვის, მართლმადიდებლობის დაცვისთვის გამოვიდნენ დღეს ქუჩაში“, – აღნიშნა შალვა კეკელიამ.

ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო – ირაკლი კობახიძე

ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

„ენჯეოების“ გამჭვირვალობის გასაპროტესტებლად მოწყობილ ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რისთვისაც აქციებში მონაწილე ყველა ჩვენს გულწრფელ თანამოქალაქეს მადლობა მინდა გადავუხადო.

აქციებზე ძალადობას კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავდა. ესენი იყვნენ რადიკალური პარტიები და „ენჯეოები“ და მათთან დაკავშირებული ძალადობრივი დაჯგუფებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალადობაზე უარის თქმა ამ ადამიანების გადაწყვეტილება იყო.

შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ძალადობის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც აქციებში არა პოლიტიკური მოტივით მონაწილეობდნენ, არამედ რომლებმაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლებოდა შეექმნა. უნდა ვიფიქროთ, რომ საბოლოოდ, სწორედ მათ შესძინეს აქციებს ქართული კულტურისთვის მისაღები, მშვიდობიანი სახე.

ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ ეს კანონი არც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს.

ბევრი იმასაც გაიხსენებდა, რომ გარედან ზუსტად ასევე გვაშანტაჟებდნენ, როდესაც ჩვენგან სანქციებზე მიერთებას და საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას, მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორღვევას, თითქოსდა მომაკვდავი სააკაშვილის გათავისუფლებას, გვარამიას ციხიდან გაშვებას, კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას ითხოვდნენ. თუმცა, ისიც ყველას ახსოვს, რომ არცერთ ამ შეურაცხმყოფელ მოთხოვნას არ დავთანხმდით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ. თუ მომავალშიც ასეთივე ღირსებას ვაჩვენებთ, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ყველას ახსოვს, რომ მმართველი გუნდი მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად ღია იყო დისკუსიისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ამგვარი ღია დისკუსია იმ ქვეყნების ელჩებსაც შევთავაზეთ, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკანონმდებლო დებატებში უხეშად ერეოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ელჩები საჯარო დისკუსიას გაექცნენ, მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, ზღვის თუ ოკეანის გაღმიდან, კვლავაც არგუმენტებს მოკლებული უხეში განცხადებების კეთება განაგრძეს. ზუსტად ანალოგიურად გაექცნენ ჯანსაღ დისკუსიას რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები, სინამდვილეში, არ არსებობს და ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, „ენჯეოების“ ფინანსების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას რამენაირად დაუმალონ.

საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის. ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ. ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. შესაბამისად, ყველა ჯანსაღ ახალგაზრდასთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს.

ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, – წერს კობახიძე.

სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციისთვის სისხლი არ დაუღვრია, არ უბრძოლია, როდესაც კონსტიტუცია შენ გულთან ახლოს არ არის, ისე თელავ, რომ არანაირი ემოციაც კი არ გიჩნდება-შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილს ამ კონსტიტუციისთვის სისხლი არ დაუღვრია, არ უბრძოლია, როდესაც კონსტიტუცია შენ გულთან ახლოს არ არის, მაშინ ისე თელავ, რომ არანაირი ემოციაც კი არ გიჩნდება ამაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ კონსტიტუციისთვის ქართველმა ხალხმა იბრძოლა.

„რაც შეეხება ქალბატონი სალომეს განცხადებას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. იმ კონსტიტუციისა, რომელიც მას არ აინტერესებს, გავიგეთ უკვე რამდენჯერმე და ამიტომ დიდი მოლოდინი არც გვაქვს, რაიმე ღირებულებას ხედავდეს ის ქართულ კონსტიტუციაში. ეს კონსტიტუცია მისი არ არის, ამ კონსტიტუციისთვის მას სისხლი არ დაუღვრია, არ უბრძოლია. ამ კონსტიტუციისთვის ქართველმა ხალხმა ვიბრძოლეთ, ვინც აქ ვიყავით, ბავშვები ვიყავით, თინეიჯერები, მოზრდილები, თუ ზრდასრულები ჩვენ ვიბრძოლეთ ამ კონსტიტუციისთვის. მას ეს კონსტიტუცია თავისად არ მიაჩნია და ეს არის შედეგი. როდესაც კონსტიტუცია შენ გულთან ახლოს არ არის, მაშინ ამ კონსტიტუციას ისე თელავ, რომ არანაირი ემოციაც კი არ გიჩნდება ამაზე. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა. რაც შეეხება რაღაც ჯგუფების ლიდერობას, ამას ისედაც ვხედავთ რაც და როგორ არის. ოპოზიციაში სინამდვილეში არანაირი საკუთარი ნება არ გააჩნიათ, გარედან როგორც დაულაგებენ, რა კომბინაციით უნდა იყვნენ, ზუსტად ისე დალაგდებიან, არც მეტი, არც ნაკლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

არ ვიმსახურებთ, რომ ვიღაც, თუნდაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მინისტრი, ტონით გველაპარაკოს, მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს -კახა კალაძე

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა – მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს. არ ვიმსახურებთ, რომ ვიღაც, თუნდაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტონით გველაპარაკოს, მაგ ტონით თავის მოსახლეობას ელაპარაკოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კითხვაზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის და შემდგომი ნაბიჯების საკითხს დააყენებს, არის თუ არა მზად „ქართული ოცნება“ აიღოს პასუხისმგებლობა, კალაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე და 2012 წლიდან არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ამ მიმართულებით არასწორი ნაბიჯი გადაედგა.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს. არ ვიმსახურებთ, რომ ვიღაც, თუნდაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტონით გველაპარაკოს, თავის მოსახლეობას ელაპარაკოს მაგ ტონით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ჩვენ რაიმე არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა ქვეყნის საწინააღმდეგო. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, მიიღო კანდიდატის სტატუსი, კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპული მომავალი და ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ამ გზას გაიყვანს ბოლომდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ კანონს საკუთარ ქვეყანაში და სხვა ქვეყნიდან ვიღაცა ამბობს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რატომ იღებთ ამ კანონსო.

„ზუსტად ეს ადამიანები გამოდიოდნენ და მოგვიწოდებდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გამოვუშვებდით ციხიდან, ქვეყანა დაშორდებოდა ევროპულ მომავალს, ეს ადამიანები ზუსტად ვინც დღეს გამოდიან და აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს, გვეუბნებოდნენ რომ თუ სანქციებს არ მივუერთდებოდით ე.ი დავიღუპებოდით და ქვეყანას უნდა აერჩია სად ვიყავით, სინათლეში, წარსულში თუ სიბნელეში. მაშინ ჩვენ არასწორი ნაბიჯი რომ გადაგვედგა და მივერთებოდით სანქციებს, გაგვეხსნა მეორე ფრონტი, გამოგვეშვა სააკაშვილი – სად ვიქნებოდით? ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც ჩვენ სახელმწიფოებრიობას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს -მეუფე შიო

x

ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძართან განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი აუცილებლად უნდა იყოს მიღებული.

„ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ახალი სოციალური ტექნოლოგიების, გენდერული იდეოლოგიების გავლენით ოჯახი განიცდის დიდ ზეწოლას მსოფლიოს ქვეყნებში, რომლებიც მოწინავედ იწოდებიან, პოლიტიკოსები იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება მარადიულ, ღმერთისგან დადგენილ ზნეობრივ ნორმებს, საზოგადოების ცხოვრების ტრადიციულ წესს, ყაიდას. მძიმე ცოდვა ცხადდება სიკეთედ, მეტიც, ღირსეულ ქმედებად, ღირსებად და ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ნორმალურ გამოვლინებად. ეს შედეგად იწვევს ერების დემოგრაფიულ კლებას, ოჯახის განადგურებას. ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციების საქართველოში გადმოტანის მაგალითებსაც და სურვილს. ამის ნათელი დასტურია ის დიდი წინააღმდეგობა, რომელიც შეხვდა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, რომელიც გულისხმობს სოდომური ცოდვის პროპაგანდის აკრძალვას მოზარდებსა და ბავშვებში.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ჩვენი ბავშვები ამ მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე. იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვათ ასეთი გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, აუცილებლად უნდა მივიღოთ აღნიშნული კანონი.

მეტიც, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა, მათზე ზრუნვა და აღორძინება უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და მიმართულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ თუ დავეთანხმებით იმას, რომ ღმერთის მცნებების დარღვევა, ცოდვები არ არის საღვთო კანონის დარღვევა, არამედ არის ადამიანის ქცევის ერთ-ერთი ნორმალური გამოვლინება, მაშინ ჩვენ არათუ არ გავხდებით ჩვენი ქვეყნის გამთლიანების ღირსი, არამედ ჩვენივე ხელით მოვაწერთ ხელს ჩვენი ქვეყნის გადაშენებას, დაღუპვას. ამიტომ, ყველაფერი ის, რაც უკავშირდება ბიბლიაში დაგმობილი ცოდვების გამართლებას, ეს არის დიდი გამოცდა ჩვენი სარწმუნოების, უფლისადმი ერთგულების, თუ რამდენად გვაქვს შესაძლებლობა დღეს, დავამოწმოთ ჩვენი სარწმუნოება და ერთგულება ღვთის წინაშე, მთელი მსოფლიოს წინაშე. ამიტომ, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. ჩვენ თუ გვსურს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება, უნდა ვუერთგულოთ ღვთის სიტყვას, უფლის მცნებებს და არასდროს შევეგუოთ იმ ადამიანებს, რომელიც ეცდება ჩვენში ცოდვის და სიწმინდის ზღვრის მოშლას, განსხვავების წაშლას; ვინც ეცდება ჩვენში ცოდვის პროპაგანდას და ცოდვის წარმოჩენას, როგორც სიკეთის, ღირსების და როგორც ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ნორმალურ გამოვლინებას. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

ამასთან, როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, მოხარულია, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მათთან ერთად იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

„მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან ბატონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

 დღეს ფაქტობრივად შედგა რეფერენდუმი, ხალხმა მხარი დაუჭირა ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტს, ახლა პარლამენტის ვალდებულებაა, ეს კანონად გადააქციოს-პაპუაშვილი

დღეს ფაქტობრივად შედგა რეფერენდუმი, ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით, თავისი ხმის გაგონებით დაუჭირა მხარი ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტს, ახლა ეს უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, ხალხის რეფერენდუმი გადააქციოს კანონად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყება და ოპოზიციას მოუწევს, თვალში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, მიიღოს გადაწყვეტილება, დგას თუ არა ქართველი ხალხის მხარეს.

„მინდა, მთლიანად საქართველოს მივულოცო ოჯახის სიწმინდის დღე. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით 10 წლის წინ დაწესდა. დღევანდელ სამყაროში ბევრი რამ დგას გამოწვევის წინაშე, მათ შორის ოჯახის ის ტრადიციული გაგება, რაც ათასწლეულებია მოგვდგამს, როგორც საქართველოს, ისე ზოგადად, სამყაროს. დღეს ცდილობენ, ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ღირებულებითი თვალსაზრისით ბევრი რამე ამოატრიალონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ინიციატივა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების მიმართ. კერძოდ, დამოკიდებულება უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ. როგორც დღეს მეუფე შიომ აღნიშნა, სამი ეპოსტაზი, რომ ოჯახში არის მამა, დედა, ბავშვი, სადაც არის კაცი, ქალი და ბავშვი, ეს გაგება იყოს სრულად აღქმული და წარმოჩენილი ხალხის მხრიდან.

იცით, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. დღეს ბოლო დღე იყო ამ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის. დღეს 100 ათასობით საქართველოს მოქალაქე გამოვიდა თბილისში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დღეს ფაქტობრივად, შედგა რეფერენდუმი ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე და დღეს ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით, თავისი ხმის გაგონებით დაუჭირა მხარი. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, ხალხის ეს რეფერენდუმი გადააქციოს კანონად. ჩვენ უკვე დავიწყებთ საპარლამენტო განხილვას კონსტიტუციური კანონის პროექტის. ახლა დაუდგება ოპოზიციას ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალში ჩახედოს ამ რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც დღეს გამოვიდა საქართველოს ქალაქებში და მიიღოს გადაწყვეტილება, დგას ქართველი ხალხის მხარეს, თუ დგას რაღაც პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შეარყიონ ღირებულებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.