Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს Facebook-ზე ეხმაურება.

„1. დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები.

(ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ)

2. რაც შეეხება ჩვენს კონსტრუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!

3. ნაცების, მდიდარი ენჯეოების და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ – „არა რუსულ კანონს” ჩავარდა!”, – წერს მამუკა მდინარაძე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.

პრემიერის შეთავაზებაზე პასუხი, ეს არა ახალგაზრდების, არამედ რადიკალური ოპოზიციის პასუხია – ირაკლი ქადაგიშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „დღის ქრონიკაში“ აცხადებს, რომ პრემიერის შეთავაზებაზე უარი, არის არა ახალგაზრდების, არამედ რადიკალური ოპოზიციის პასუხი. მისი თქმით, არ შეიძლება უნივერსიტეტი სტუდენტებს შორის დაპირისპირების ადგილად გადაიქცეს.

„მთელი ამ პროცესის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია არასდროს აპირებდა, რომ რაიმე კონკრეტულ დისკუსიაში შემოსულიყო. ის ყოველთვის კედელივით ჩამოფარებულ ლოზუნგს იყო ამოფარებული და იმის იქით არცერთ საგნობრივ დისკუსიაში არ შემოდიოდა.

ანალოგიური პოზიცია ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებს და სხვადასხვა პოლიტიკური წრის წარმომადგენელს, როდესაც პრემიერმა მათ შესთავაზა, რომ დისკუსიისთვის მზად იყო და კანონის გარშემო ემსჯელათ, მაგრამ ამ საუბრისთვის მზაობა ჯერჯერობით ვერ გამოხატეს, თუმცა ახლა არის გარკვეული სიგნალები, რომ შეიძლება ამა თუ იმ ფორმით ეს შედგეს.

ანალოგიურია პრემიერის დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ, რადგან ახალგაზრდები ჭარბობდნენ ამ საპროტესტო აქციებზე და მას უნდა, რომ იმ ახალგაზრდებს მიმართოს, რომლებიც არ არიან კონკრეტული, ჩამოყალიბებული ამა თუ იმ პარტიის აქტივისტები და შეიძლება მართლაც აინტერესებდეთ. ზოგადად, ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა და დისკუსია საინტერესოა, მაგრამ პასუხი, ეს არ არის ახალგაზრდების პასუხი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეთავაზების მიუხედავად, მოძრაობა “ჯიუტის”წარმომადგენლები უარს აცხადებენ შეთავაზებულ დისკუსიაზე.

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. აღნიშნულის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.

ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.

,,პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადია – პოლიტიკური თამაშები და გაბუტვები არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება – რაც ვიცი, აპირებს, საფრანგეთში წავიდეს” – ღარიბაშვილი

პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, თავს არ თვლის ის ქართველად და მე რაც ვიცი, ის აპირებს, რომ წავიდეს საფრანგეთში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, არ დაურთოს ვეტოს მოტივირებული შენიშვნები.

ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტი თუ რეალურად არის დაინტერესებული ამ საკითხის მოგვარებაში, ის ასეთ არაკონსტრუქციულ ნაბიჯს არ გადადგამდა.

„მოვისმინე პრეზიდენტის განცხადება, ერთ-ერთ უცხოურ არხს მან უთხრა, რომ უნდა ჩაუდგეს სათავეში ამ ევროპულ [გზას], თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ ხარ ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას. თუ არ იძახი და გინდა უბრალოდ გაბუტული ბავშვივით თქვა, რომ ვეტოს დასაბუთებას არ გავუკეთებო, ეს არასწორი, არაკონსტრუქციული, არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.

პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, თავს არ თვლის ის ქართველად და მე რაც ვიცი, ის აპირებს, რომ წავიდეს საფრანგეთში ან შეიძლება, დარჩენა უნდა პოლიტიკაში. უნდა, ალბათ, რომ ძალები მოსინჯოს. მე შევახსენებ საზოგადოებას და მას შევახსენებ პირადად, მანამ, სანამ, ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო ერთი პროცენტი. მისი პარტიის შედეგი ნახეთ, ამოიღეთ არჩევნებში, ერთი პროცენტი მიიღო ქალმა. რა პრეტენზია აქვს საერთოდ ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის?! კითხვა დაუსვით ამ ადამიანს, რა გაუკეთებია სალომე ზურაბიშვილს, გნებავთ იმავე ევროინტეგრაციის გზაზე რა გაუკეთებია. თუ რამე მოხდა, თუ რამე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ეს პოლიტიკური თამაშები და ეს გაბუტვები, არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 ,,სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია” – ღარიბაშვილი 

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს – ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, საერთოდ ეს მიდგომა უკვე არასწორია, ჩვენ ერთის მხრივ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ დისკუსია, განხილვა გვინდა, მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი, თუ ასეთი განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, დისკუსია და დიალოგი აუცილებელია.

„სანამ მე ვიტყოდი, პრემიერსაც არაერთხელ აქვს ნათქვამი, ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველამ თქვა, რომ მზად არის გუნდი დისკუსიისთვის. თუ პროცედურულად სხვა გამოსავალი ამ სიტუაციაში არ არსებობს, ალბათ, ამას გულისხმობდნენ ჩვენი კოლეგები, თუ ვეტო არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია ისეთი ტერმინოლოგია თუ გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს, თუ ყველა ჩართულ მხარეს დაამშვიდებს, დააწყნარებს და იმას მიაღებინებს, რაც მისაღებია, მე მგონი, ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა.

რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, რა თქმა უნდა, კიდევ გავიმეორებ, აუცილებელია დისკუსია, დიალოგი, ეს უნდა გაგრძელდეს. რაზე უნდა დაასანქცირონ საერთოდ, აი, რატომ უნდა მოხდეს? სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს – ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, საერთოდ ეს მიდგომა უკვე არასწორია, ჩვენ ერთის მხრივ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ დისკუსია, განხილვა გვინდა, მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი, თუ ასეთი განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა, ეკონომიკას ზარალი მიადგეს, ქვეყანა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდეს, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ სწორედ ამიტომაა „დიალოგი სწორი“.

„ძალიან აპოკალიფსურ სურათს ნუ ხატავთ, ძალიან გთხოვთ! ამიტომ ვთქვი, რომ საჭიროა დისკუსია, ამიტომ თქვა პრემიერმაც, გუნდის ყველა ლიდერისგან მოვისმინე იგივე განცხადებები, პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა, დეპუტატებმაც თქვეს, საჭიროა, ამ პროცესში ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ფაქტებზე, მიუღებელია- ღარიბაშვილი

ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ფაქტებზე, მიუღებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ ყველა ძალადობრივი ფაქტი გამოძიებული იქნება.

„მე ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ფაქტებზე, ინციდენტებზე, რომელიც რა თქმა უნდა, თავის მხრივ გამოძიებას საჭიროებს და მჯერა, რომ ყველა ეს ძალადობრივი ფაქტი გამოძიებული იქნება, არის მიუღებელი. ვინ გველაპარაკება ჩვენ, რომელი ძალა გვესაუბრება, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა, კლავდა, ხოცავდა, აწამებდა და საშინელება ხდებოდა?!“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი არის აუცილებელი – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი არის აუცილებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ჩვენი გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა და ენერგია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარებაც და ქვეყნისთვის სასარგებლო იდეების განხორციელებაც, მაგრამ აუცილებელია დიალოგი. ეს არაერთხელ მითქვამს, ყოველთვის ვამბობ, რომ აუცილებელია სიტუაციის დამშვიდება. ვფიქრობ, პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს. ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდა შეიძლება იყოს ამ აქციებზე, მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი აპოლიტიკური ახალგაზრდა, ჩვენი გულანთებული ახალგაზრდა თაობა. მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.

რადიკალური ოპოზიციის მთავარი თემაა დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. სად იყვნენ ეს ადამიანები? ესაუბრათ არგუმენტებით, თუ გამჭვირვალობის კანონში დამატებები გაკეთდა?! -ღარიბაშვილი

რადიკალური ოპოზიციის მთავარი თემაა დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. ესაუბრათ არგუმენტებით, თუ კანონში დამატებები გაკეთდა?!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განუცხადა.

„ოპოზიცია პარლამენტში მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი და ამ დრო პოსტ-ფაქტუმ იგებენ, რომ რაღაც დამატებები იქნა შეტანილი. კი მაგრამ, სად არიან? სად იყვნენ ეს ადამიანები? თუ დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება? ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ არიან რეალურად ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. მათი მთავარი თემაა დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. ესაუბრათ არგუმენტებით, თუ ეს დამატებები გაკეთდა?! მე არ ვარ საქმის კურსში, დეტალებში არ ვარ გარკვეული, თუმცა რაც მოვისმინეთ, რაღაც პრეტენზიებს გამოთქვამენ. ადგილზე უნდა მომხდარიყო! ეს არის პრობლემა, რომ არ მოხდა მსჯელობა. სამწუხაროდ, უკვე მიღებულ კანონზე ახლა გვიწევს საუბარი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში, ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ძალები საქართველოდან – საგარეო უწყება

16-17 მაისს სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა თამარ ტალიაშვილმა.

ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელშიც, ორგანიზაციის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ძალები და სამხედრო აღჭურვილობა საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან.

სიტყვით გამოსვლაში, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებების – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ.

მინისტერიალმა მიიღო გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელშიც მიესალმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ და ცნობად მიიღო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მნიშვნელობას ევროინტეგრაციის პროცესში.

მინისტერიალზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათზე რეაგირების ქმედითი გზების ძიების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა 2023 წელს ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით გატარებული სამუშაო, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. აღინიშნა უკრაინის ზარალის რეგისტრის ამოქმედებისა და უკრაინის ანგარიშვალდებულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის თაობაზე ევროპის საბჭოში მიმდინარე სამუშაოს მნიშვნელობა.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, მომდევნო 6 თვის ვადით, საზეიმო ვითარებაში გადაეცა ლიხტენშტაინიდან ლიეტუვას.

მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა წევრი ქვეყნებისა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

,,ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება” – ნინო წილოსანი

„ამ სახედაკარგულ ოპოზიციაზე და ვითომ ექსპერტებზე უკვე ვეღარაფერს ვამბობ, მგონი აღარავის აქვს მათი იმედი, რომ რამე სწორს და ადეკვატურს იტყვიან, ამიტომ ყველა სხვა დანარჩენისთვის ავხსნი: ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება. არსად ასეთი ვალდებულება არ ეკისრება. ზოგადად სიტყვა „ფიზიკური პირი” არსად გვიწერია კანონში.

დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, რათა გაარკვიოს კონკრეტული ორგანიზაციის ხარჯების საკითხი.

მე-2 მოსმენის დროს კი, პლენარულ სხდომაზე, სადაც ეს უპასუხისმგებლო ოპოზიცია და არასამთავრობოები ხელებს აბრახუნებდნენ, მე-9 მუხლში დავაზუსტეთ შემდეგი: ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით

ამ ტყუილის შემდეგ მაინც ხომ ხვდებით – ამ ხალხის ნდობა საერთოდ აღარაფერზე არ შეიძლება. ვიდეოდ ვურთავ სესიაზე მეორე მოსმენას“ – წერს წილოსანი.

„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ჩაეშალა სალექციო პროცესი”- თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტში წინასწარ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციაზე „ქრონიკასთან“ საუბრობს. როგორც სტუდენტი აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა, თუმცა იმ სტუდენტებმა, რომლებსაც ლექციაზე დასწრება სურდა, მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„წესისამებრ ჩვენ გვსურდა, რომ დავსწრებოდით ბატონი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ლექციას, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეეცადა პროვოკაცია მოეწყოთ და ჩაეშალათ სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ლექციაზე დასწრება გვსურდა ხელი შევუშალეთ. ამას უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა და თითქმის ყოველ შაბათს ცდილობენ, რომ ჩაშალონ სალექციო პროცესი“-განაცხადა თსუ-ს სტუდენტმა.

ცნობისთვის, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა, ნიკო მანაგაძემ პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა და სტუდენტებს, ლექციის ჩაშლისკენ

,,პრემიერის შეთავაზებაზე მოძრაობა „ჯიუტის“ უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ”- მიქანაძე

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან და სათქმელი არაფერი აქვთ, – ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე გივი მიქანაძე მოძრაობა „ჯიუტის“ მიერ ნათქვამ უარს პრემიერის შეთავაზებაზე, გამართონ დისკუსია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

„პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ არის უპრეცედენტო ხასიათის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი ღიაობა და მზაობა არის იმისთვის, რომ ყველა დეტალი იყოს განხილული. ყველამ კარგად იცის, რომ „ჯიუტი“, „სირცხვილია“ და მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც თავს არასამთავრობოებს უწოდებენ, ისინი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაციები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან და სათქმელი არაფერი აქვთ.

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.