Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი არის აუცილებელი – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი არის აუცილებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ჩვენი გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა და ენერგია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარებაც და ქვეყნისთვის სასარგებლო იდეების განხორციელებაც, მაგრამ აუცილებელია დიალოგი. ეს არაერთხელ მითქვამს, ყოველთვის ვამბობ, რომ აუცილებელია სიტუაციის დამშვიდება. ვფიქრობ, პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს. ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდა შეიძლება იყოს ამ აქციებზე, მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი აპოლიტიკური ახალგაზრდა, ჩვენი გულანთებული ახალგაზრდა თაობა. მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.

რადიკალური ოპოზიციის მთავარი თემაა დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. სად იყვნენ ეს ადამიანები? ესაუბრათ არგუმენტებით, თუ გამჭვირვალობის კანონში დამატებები გაკეთდა?! -ღარიბაშვილი

რადიკალური ოპოზიციის მთავარი თემაა დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. ესაუბრათ არგუმენტებით, თუ კანონში დამატებები გაკეთდა?!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განუცხადა.

„ოპოზიცია პარლამენტში მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი და ამ დრო პოსტ-ფაქტუმ იგებენ, რომ რაღაც დამატებები იქნა შეტანილი. კი მაგრამ, სად არიან? სად იყვნენ ეს ადამიანები? თუ დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება? ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ არიან რეალურად ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. მათი მთავარი თემაა დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. ესაუბრათ არგუმენტებით, თუ ეს დამატებები გაკეთდა?! მე არ ვარ საქმის კურსში, დეტალებში არ ვარ გარკვეული, თუმცა რაც მოვისმინეთ, რაღაც პრეტენზიებს გამოთქვამენ. ადგილზე უნდა მომხდარიყო! ეს არის პრობლემა, რომ არ მოხდა მსჯელობა. სამწუხაროდ, უკვე მიღებულ კანონზე ახლა გვიწევს საუბარი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში, ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ძალები საქართველოდან – საგარეო უწყება

16-17 მაისს სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა თამარ ტალიაშვილმა.

ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელშიც, ორგანიზაციის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ძალები და სამხედრო აღჭურვილობა საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან.

სიტყვით გამოსვლაში, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებების – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ.

მინისტერიალმა მიიღო გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელშიც მიესალმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ და ცნობად მიიღო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მნიშვნელობას ევროინტეგრაციის პროცესში.

მინისტერიალზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათზე რეაგირების ქმედითი გზების ძიების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა 2023 წელს ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით გატარებული სამუშაო, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. აღინიშნა უკრაინის ზარალის რეგისტრის ამოქმედებისა და უკრაინის ანგარიშვალდებულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის თაობაზე ევროპის საბჭოში მიმდინარე სამუშაოს მნიშვნელობა.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, მომდევნო 6 თვის ვადით, საზეიმო ვითარებაში გადაეცა ლიხტენშტაინიდან ლიეტუვას.

მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა წევრი ქვეყნებისა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

,,ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება” – ნინო წილოსანი

„ამ სახედაკარგულ ოპოზიციაზე და ვითომ ექსპერტებზე უკვე ვეღარაფერს ვამბობ, მგონი აღარავის აქვს მათი იმედი, რომ რამე სწორს და ადეკვატურს იტყვიან, ამიტომ ყველა სხვა დანარჩენისთვის ავხსნი: ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება. არსად ასეთი ვალდებულება არ ეკისრება. ზოგადად სიტყვა „ფიზიკური პირი” არსად გვიწერია კანონში.

დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, რათა გაარკვიოს კონკრეტული ორგანიზაციის ხარჯების საკითხი.

მე-2 მოსმენის დროს კი, პლენარულ სხდომაზე, სადაც ეს უპასუხისმგებლო ოპოზიცია და არასამთავრობოები ხელებს აბრახუნებდნენ, მე-9 მუხლში დავაზუსტეთ შემდეგი: ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით

ამ ტყუილის შემდეგ მაინც ხომ ხვდებით – ამ ხალხის ნდობა საერთოდ აღარაფერზე არ შეიძლება. ვიდეოდ ვურთავ სესიაზე მეორე მოსმენას“ – წერს წილოსანი.

„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ჩაეშალა სალექციო პროცესი”- თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტში წინასწარ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციაზე „ქრონიკასთან“ საუბრობს. როგორც სტუდენტი აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა, თუმცა იმ სტუდენტებმა, რომლებსაც ლექციაზე დასწრება სურდა, მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„წესისამებრ ჩვენ გვსურდა, რომ დავსწრებოდით ბატონი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ლექციას, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეეცადა პროვოკაცია მოეწყოთ და ჩაეშალათ სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ლექციაზე დასწრება გვსურდა ხელი შევუშალეთ. ამას უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა და თითქმის ყოველ შაბათს ცდილობენ, რომ ჩაშალონ სალექციო პროცესი“-განაცხადა თსუ-ს სტუდენტმა.

ცნობისთვის, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა, ნიკო მანაგაძემ პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა და სტუდენტებს, ლექციის ჩაშლისკენ

,,პრემიერის შეთავაზებაზე მოძრაობა „ჯიუტის“ უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ”- მიქანაძე

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან და სათქმელი არაფერი აქვთ, – ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე გივი მიქანაძე მოძრაობა „ჯიუტის“ მიერ ნათქვამ უარს პრემიერის შეთავაზებაზე, გამართონ დისკუსია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

„პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ არის უპრეცედენტო ხასიათის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი ღიაობა და მზაობა არის იმისთვის, რომ ყველა დეტალი იყოს განხილული. ყველამ კარგად იცის, რომ „ჯიუტი“, „სირცხვილია“ და მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც თავს არასამთავრობოებს უწოდებენ, ისინი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაციები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან და სათქმელი არაფერი აქვთ.

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.

თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სადაც სტუდენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძე ელოდნენ, დაპირისპირება მოხდა.

როგორც სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკო მანაგაძე აცხადებს, უნივერსიტეტის წინ მათ ადამიანების გარკვეული ჯგუფი დახვდათ და სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისი შეფასებითვე, ეს ყველაფერი იმისთვის მოაწყვეს, რომ ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობაში უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შესულიყო.

„გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის წინ შევკრებილიყავით და პროტესტი გამოგვეთქვა, თუმცა ხედავთ რომ ზონდერები არიან მობილიზებულები და პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტში შემოდიან. პოლიციის მხრიდან არანაირი ადეკვატური რეაგირება არ იყო, მხოლოდ შუაში ჩაგვიდგნენ”, – განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

ცნობისთვის, თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ შეკრებილები არიან სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ.

ასევე, მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც.

ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

„რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენის „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ჩვენებას „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მისცემენ.

„აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება- ნახეთ, როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა

უწყების ცნობით, მიზეზი გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 21 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე და 24 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე,” – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ავღანეთში, შეიარაღებულმა პირებმა სამი ესპანელი ტურისტი მოკლეს

JPG edited with https://ezgif.com/resize

ავღანეთში, ბამიანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა სამი ესპანელი ტურისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ France24-ი ავრცელებს.

„მოკლულია ერთი ავღანელი და სამი უცხოელი ტურისტი“, – განაცხადეს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ასევე სროლის შერდეგად, დაჭრილია კიდევ ოთხი უცხოელი და სამი ავღანელი.

ბამიანში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ბუდას ორი გიგანტური ქანდაკების ნაშთები, რომელიც თალიბებმა 2001 წელს ააფეთქეს.

ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული – საპატრიარქო

მთლიანობაში ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით… შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშიაში.

„17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა და მოიცავს ერთკვირიან მსვლელობას რიზედან თბილისამდე.

წელსაც, 11 მაისს, სამღვდელოებამ (გასული წლების მსგავსად) წმ. ანდრია მოციქულის მიერ განვლილი გზის მსგავსად, აწყურის ღვთისმშობლის ხატით გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი და დაიწყო ლოცვითი მსვლელობა.

17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდა დედაქალაქში. ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ურიცხვ ხალხს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიმართა სიტყვით, შემდეგ კი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა პარაკლისი. პარაკლისი გადახდილ იქნა წმ. სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც დასრულდა ხატით მოგზაურობა.

ქაშვეთისა და სამების ტაძარში აღვლენილ პარაკლისებს დაესწრნენ და მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

მისი უწმინდესობის კურთხევით, ოჯახის დღე დიდი ზეიმით აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც: მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ფოთში, თელავში, სენაკში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ახალციხეში, მარტვილში, ოზურგეთში, ონში, ცაგერში, დუშეთში, ზესტაფონში და სხვ.

მთლიანობაში ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით… შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი“, – ნათქვამია განცხადებაში.