Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

მიცკევიჩისა და კანკავას  ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„ევროპული მობილობის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 21 და 22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტომობილების მძღოლები გამრეკელის ქუჩიდან, მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდებიან ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ყაზბეგის გამზირის გამოყენებით. პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებიც ისარგებლებენ ანალოგიური მარშრუტით.

„ღონისძიებების პერიოდში, ცვლილებები შევა N347 ავტობუსისა და N497 მიკროავტობუსის მარშრუტებში, მხოლოდ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამრეკელის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდება ცინცაძის ქუჩას, პეკინის გამზირიდან კი მგზავრთა მომსახურებას განახორციელებს დადგენილი სქემით.

რაც შეეხება კანკავას ქუჩას, შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები არნოლდ ჩიქობავას ქუჩიდან გადაადგილდებიან ივანე ტურგენევის ქუჩაზე, საიდანაც ივანე ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები კი, კანკავას ქუჩის ნაცვლად, გამოიყენებენ ჯავახიშვილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდებიან ზაქარია ქურდიანის ქუჩას და მოძრაობას ჩიქობავას ქუჩისკენ განაგრძობენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი 

ვერ­ძი

გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი­სა და და­ვა­ლე­ბე­ბის სიმ­რავ­ლემ შე­იძ­ლე­ბა გან­წყო­ბა გა­გი­ფუ­ჭოთ. შე­ე­ცა­დეთ არ და­კარ­გოთ ოპ­ტი­მიზ­მი. თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც კი მო­გი­წევთ სა­მუ­შა­ოს­თვის და­უთ­მოთ. სა­ღა­მოს მშვიდ გა­რე­მო­ში დას­ვე­ნე­ბა და პრობ­ლე­მე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა გჭირ­დე­ბათ.

კურო

დღეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნელ ად­გი­ლებ­ში ჩნდე­ბა. შე­საძ­ლოა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­ა­რეს­დეს. ეცა­დეთ იყოთ თა­ვა­ზი­ა­ნი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და პა­ტი­ვი სცეთ პარტნი­ო­რის სურ­ვი­ლებს. მი­ი­ღებთ ახალ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბას.

ტყუ­პი

სექტემბრის ბოლოს ზოდიაქოს 4 ნიშანი ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს

თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უნდა იყოთ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და ზუს­ტი. ზედ­მე­ტად ემო­ცი­ურ­მა რე­აქ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მო­გა­ყე­ნოთ: იყა­ვით უფრო მშვი­დად იმა­ზე, რაც ხდე­ბა, არ ინერ­ვი­უ­ლოთ წვრილ­მა­ნებ­ზე. მკა­ფიო, თან­მიმ­დევ­რუ­ლი გეგ­მა და­გეხ­მა­რე­ბათ უფრო სწრა­ფად მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველ შე­დე­გებს.

კირჩხი­ბი

დღეს შე­საძ­ლოა ვინ­მემ თქვე­ნი გა­რე­მო­დან შეც­დო­მა­ში შე­გიყ­ვა­ნოთ და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ. გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო სახ­ლში, გა­ა­კე­თეთ ნაც­ნო­ბი საქ­მე­ე­ბი და­კავ­დით ახა­ლი ჰო­ბით. მო­უს­მი­ნეთ ინ­ტუ­ი­ცი­ას, თუ არ იცით რა გა­ა­კე­თოთ.

ლომი

დღეს დი­დია ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლის შან­სი. არ შე­ი­ძი­ნოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, არ და­ე­თან­ხმოთ სა­ეჭ­ვო შე­თა­ვა­ზე­ბებს. წარ­სულ­მა შეც­დო­მებ­მა შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნოთ და გა­გი­ფუ­ჭოთ გან­წყო­ბა. არა­ვის არა­ფერს დაჰ­პირ­დეთ და არ აი­ღოთ ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

ქალ­წუ­ლი

ამაღ­ლე­ბულ­მა ემო­ცი­ურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შეც­დო­მე­ბი და გა­გი­ფუ­ჭოთ ძვირ­ფა­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შე­ე­ცა­დეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე, მო­იქ­ცეთ მშვი­დად, აკონ­ტრო­ლეთ სი­ტყვე­ბი. კარ­გი დღეა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის­თვის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

სას­წო­რი

გა­და­დეთ მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი. დღე შე­სა­ფე­რი­სია და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, ყვე­ლაფ­რის ძვე­ლი და არა­სა­ჭი­რო მო­შო­რე­ბის­თვის. გაქვთ შან­სი გა­ერ­კვი­ოთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხში, ისა­უბ­როთ გულ­წრფე­ლად და იპო­ვოთ კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი.

მო­რი­ე­ლი

გამ­ძლე­ო­ბა და მონ­დო­მე­ბა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და რთუ­ლი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. თუმ­ცა, ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, არ ჩა­ე­რი­ოთ კა­მათ­ში და სა­კუ­თა­რი აზრი თქვენ­თვის შე­ი­ნა­ხოთ. შე­არ­ჩი­ეთ მსუ­ბუ­ქი და ნე­იტ­რა­ლუ­რი თე­მე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტებს. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს.

მშვილ­დო­სა­ნი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო დღეა. ბევრ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრიზს და სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავს მი­ი­ღებთ. გა­ა­ტა­რეთ დრო აქ­ტი­უ­რად, ეწ­ვი­ეთ ახალ ად­გი­ლებს, წა­დით სტუმ­რად ან წვე­უ­ლე­ბა­ზე. 21 სექ­ტემ­ბერს თქვენ­თვის ად­ვი­ლია კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა. იყა­ვი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი.

თხის რქა

ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ არ და­ის­ვე­ნოთ და იყოთ ფხიზ­ლად. სა­სი­ა­მოვ­ნო და მარ­ტივ საქ­მე­ებ­შიც კი, შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნათ. ნუ ჩა­ერ­თვე­ბით კა­მათ­ში საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, გა­ას­წო­რეთ უხე­ში კი­დე­ე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში და ეძე­ბეთ კომ­პრო­მი­სი. მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი და­გეგ­მეთ სხვა დღეს.

მერ­წყუ­ლი

21 სექ­ტემ­ბერს შე­საძ­ლოა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში კვლავ გაჩ­ნდეს წარ­სუ­ლის ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხი ან ურ­თი­ერ­თო­ბა. შე­საძ­ლოა მო­გი­წი­ოთ ამ პრობ­ლე­მი­სად­მი მიდ­გო­მის შეც­ვლა და შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა. რაც უფრო კარგ გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით, მით უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი დღე. იფიქ­რეთ პო­ზი­ტი­უ­რად, ეძე­ბეთ პო­ზი­ტი­ვი ყვე­ლა­ფერ­ში, რაც ხდე­ბა.

თევ­ზე­ბი

დღეს კო­მუ­ნი­კა­ცია რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ვარ­სკვლა­ვე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ დი­დია ჩხუ­ბის ან და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბის ალ­ბა­თო­ბა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბაც რთუ­ლი იქ­ნე­ბა. აკონ­ტრო­ლეთ თქვე­ნი სი­ტყვე­ბი, მო­უს­მი­ნეთ მეტი და ისა­უბ­რეთ ნაკ­ლე­ბი. აჩ­ქა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს პრობ­ლე­მე­ბი, იმუ­შა­ვეთ კომ­ფორ­ტუ­ლი ტემ­პით და არ და­კარ­გოთ კონ­ცენ­ტრა­ცია.

არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო ქვეყნის კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს

არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს, – ამის შესახებ 30 ევროპარლამენტარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. აღნიშნულ წერილს ერთ-ერთი ხელმომწერი, ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

კერძოდ, არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში ევროპარლამენტარები ევროკავშირს 4 ქმედებას სთავაზობენ: ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეწყვეტას; საკვანძო პირების სანქცირებას; საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის ფორმალურ გადახედვას; საჯარო დიპლომატიასა და კომუნიკაციას;

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულების კრიტიკულად მნიშვნელოვან ტესტს წარმოადგენს. ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა სახიფათო პრეცედენტს შექმნის, როგორც საქართველოს მომავლისთვის, ისევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის. საქართველოს რუსეთთან უფრო ახლოს დაკავშირების შედეგების გადაჭარბება შეუძლებელია, მაშინ როდესაც ავტორიტარიზმი გლობალურად იზრდება. ევროკავშირმა მტკიცედ უნდა იმოქმედოს, რათა საქართველოში დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება დაიცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღინიშნება, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტაში იგულისხმება „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ ფარგლებში გამოყოფილი გრანტებისა და სესხების შეჩერება, და სავაჭრო შეთანხმებების გადახედვა, როგორიცაა „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე“ (DCFTA). ევროპარლამენტარების თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი დახმარებას შეზღუდვები არ უნდა შეეხოს, რათა „უზრუნველყოფილი იქნას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის გაგრძელება”.

საკვანძო პირების წინააღმდეგ სანქციებში იგულისხმება მიზნობრივი სანქციები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც „პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრისთვის“. აღინიშნება, რომ სანქციები შეიძლება მოიცავდეს აქტივების გაყინვას, სავიზო აკრძალვებსა და სამოზავრო შეზღუდვებს.

ევროპარლამენტარების აზრით, თუ არჩევნები სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის ფორმალური გადახედვა უნდა დაიწყოს. მათი თქმით, ამ გადახედვამ უნდა შეაფასოს „თანხვედრაშია თუ არა მმართველი პარტიის ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებთან, რომლებიც კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვება“.

ხელმომწერი ევროპარლამენტარები არიან: რიჰარდს კოლსი (ლატვია), ადრიან ვასკეს ლაზარა (ესპანეთი), ალექსანდრ ვონდრა (ჩეხეთი), ანა ზალევსკა (პოლონეთი), აურელიუს ვერიგა (ლიეტუვა), დაინიუს ჟალიმასი (ლიეტუვა), დიეგო სოლიერი (ესპანეთი), ჰენრიკ დალი (დანია), ივარს ლიაბსი (ლატვია), იააკ მადისონი (ესტონეთი), იაროსლავ ბჟოჰი (ჩეხეთი), იონას სიოსტედტი (შვედეთი), კშიშტოფ ბრეიზა (პოლონეთი), მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანი (გერმანია), მარკვეტა გრეგოროვა (ჩეხეთი), მარტინშ სტაკისი (ლატვია), მატეი ტონინი (სლოვენია), მერია კილონენი (ფინეთი), მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი), ნორა ჰუნკო გარსია (ესპანეთი), ონრეი კრუტილეკი (ჩეხეთი), პეტრას აუშტრევიჩუსი (ლიეტუვა), რასა იუკნევიჩიენი (ლიეტუვა), რეინის პოზნაკსი (ლატვია), რიჰო ტერასი (ესტონეთი), რობერტს ზილე (ლატვია), სებასტიან ტინკინენი (ფინეთი), სტეფენ ნიკოლა ბარტულიცა (ხორვატია), ტობიაშ ბოჰენსკი (პოლონეთი) და ვირგინიუს სინკევიჩუსი (ლიეტუვა).

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს პატიმრობა შეეფარდა

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება ბექა ჯაიანისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

როგორც დაცვის მხარემ სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილებას მოსამართლეს მიანდობენ, რასაც ბრალდებულიც დაეთანხმა.

წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

„ბექა ჯანაშიამ 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა.

ბრალდებული დაახლოებით, 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, იქვე მდებარე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და სახლში ავიდა. ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეგობარ ქალს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით დატოვა და იქვე, ნათესავის ბინაში მივიდა, მხოლოდ სისხლიანი მაისური გამოიცვალა, ჯერ ტაქსით მივიდა მეტრომდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა და კვლავ ტაქსის მეშვეობით თბილისი დატოვა. ის სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სახელმწიფო ბრალდება ბექა ჯაიანისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

სხდომას ესწრება ბრალდებული ჯაიანიც. მას ბრალდება ოფიციალურად დღეს წაუყენეს, ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბექა ჯანაშიამ 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა.

ბრალდებული დაახლოებით, 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, იქვე მდებარე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და სახლში ავიდა. ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეგობარ ქალს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით დატოვა და იქვე, ნათესავის ბინაში მივიდა, მხოლოდ სისხლიანი მაისური გამოიცვალა, ჯერ ტაქსით მივიდა მეტრომდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა და კვლავ ტაქსის მეშვეობით თბილისი დატოვა. ის სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ცნობისთვის, ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა – „ამერიკის ხმა“

ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით „ამერიკის ხმა” ავრცელებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია “ამერიკის ხმას” აშშ-ის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. აქვე აღნიშნულია, რომ სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, – ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით.

„დროს, თუ როდის ამოქმედდება სანქციები, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები არ ასახელებენ. ისინი არც იმას აზუსტებენ, ეს მომავალ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მოხდება, თუ მის მერე”, – ნათქვამია “ამერიკის ხმის” სტატიაში.

 ეს ის საქართველო არ არის, რომელიც შემიყვარდა – მიხაელ როთი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და ანტი-ლგბტ კანონების მიღებით საქართველო კიდევ უფრო მიიწევს რუსეთისკენ და ზღუდავს თავისი მოქალაქეების თავისუფლებებს.

„ანტი-ლგბტქ კანონი, ხელისუფლების მიერ სექსუალური უმცირესობების მიმართ დათესილი ეს სიძულვილი, არის საქართველოს მრავალფეროვნებისა და ღიაობის ამაყი ისტორიის შეწყვეტა. ეს ის საქართველო არ არის, რომელიც შემიყვარდა“, – აღნიშნა მიხაელ როთმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების შანსს ხელიდან უშვებს.

„[ევროკავშირის გზაზე] პროგრესი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა სადავო კანონები გაუქმდება, დემონსტრანტების მიმართ ძალადობა შეწყდება და ოპოზიციასთან დიალოგი განახლდება. თუმცა, ახლა ევროკავშირის კარი დაკეტილია“, – დასძინა მან.

პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა – რატი ბრეგაძე ხაზარაძე-გახარიაზე

პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა, – ასე აფასებს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას.

მინისტრი ნახევრად ირონიულ პოსტში წერს, რომ ანაკლიის აფიორის თანხაც დასაბრუნებელია სახელმწიფოსთვის და „ახლა პაემანზე დახარჯული თანხების გაპროცენტებაზე მიდის გამალებული მუშაობა“.

„პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა. ნათესავები ჩარეულან ცუდად და ამიტომ გადანახულებითა და ნიშნობით დასრულდა კოალიციური გატაცება.

ნიშნობის საჩუქრები უკან არ ბრუნდება. არადა ანაკლიის აფერის თანხაც დასაბრუნებელია სახელმწიფოსთვის და ახლა პაემანზე დახარჯული თანხების გაპროცენტებაზე მიდის გამალებული მუშაობა. მომავლის იმედით და ერთად გატარებული შეხვედრების პატივისცემით პროცენტი დაბალი იქნებაო”, – წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. დღეს კი ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ შორის მოლაპარაკებები კონკრეტული მიზეზების გამო ვერ შედგა.

მამუკა ხაზარაძე 9-პუნქტიან ჩამონათვალს ავრცელებს, რომელზეც თავდაპირველად გიორგი გახარიასთან შეთანხმდა

„ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე იმ 9 პუნქტიან ჩამონათვალს ავრცელებს, რომელზეც თავდაპირველად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეთანხმდა.

9 პუნქტიან ჩამონათვალს, რომელსაც ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

„ეს იყო რაზეც შევთანხმდით:

გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით 9, საპარლამენტო არჩევნებში და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისაც ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის „ქართული ქარტია“.
ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით.
გახარია თავად არ იქნება „ძლიერი საქართველოს“ პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის ( გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა მაშინ ჩავეწეროთ ორივე).
ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით მაგალითად 10-10 „ლელო“/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები( სხვა დეტალები დასაზუსტებელია).
P.S.მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება.

გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას „ძლიერი საქართველოს“ პროგრამაში და მისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი.
ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით.
20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება, თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან.
დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც.
მართვა, საბჭო. მაგალითად : გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი ხმა რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი) 12 გახარია, 12 „ლელო“, 3-3 კოალიციიდან“,- წერს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა – მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.

საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია – მაიკლ როთი

საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში განაცხადა.

„ანტი-LGBT კანონი, სექსუალური უმცირესობების მიმართ მთავრობის მიერ დათესილი სიძულვილი, მრავალფეროვნებისა და გახსნილობის საქართველოს ამაყი ისტორიისგან წყვეტას წარმოადგენს. ეს ის საქართველო არ არის, რომლის სიყვარულიც ვისწავლე…

[საქართველოს] მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს. ის ძალიან შორს წავიდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის თავისი ბალანსირების პოლიტიკაში. ამ საფუძველზე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეუძლებელია. პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც სადავო კანონები გაიწვევა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა შეწყდება და ოპოზიციასთან დიალოგი გაგრძელდება. ამ მომენტისთვის კი ევროკავშირის კარი დახურულია,” – განაცხადა როთმა.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პერსპექტივები „მკრთალია“ და შიშობს, რომ „დასავლეთი საქართველოსგან შეტრიალდება, მაშინ როდესაც რუსეთისა და ჩინეთის გავლენები ზრდას აგრძელებს. ბევრი ახალგაზრდა ქართველი დატოვებს ქვეყანას“.

„[საქართველოს მთავრობა] დასავლელი პოლიტიკოსების მიღებაზე ამბობს უარს. ევროპულ ღირებულებებს, როგორებიცაა უმცირესობების დაცვა და მედიის თავისუფლება, განზრახ ესხმიან თავს. თუ მთავრობა მომავალ არჩევნებს მოიგებს, ის ოპოზიციის აკრძალვას გეგმავს. ამ კურსით, ისინი ევროკავშირის პარტნიორები არ არიან,” – განაცხადა როთმა.

მან აღნიშნა, რომ თბილისში ვიზიტის დროს მან იგრძნო, რომ ახალგაზრდა ქართველები მთავრობისგან განსხვავებულად ფიქრობენ და “აქ შეგიძლია იგრძნო, რომ ევროპის გული ახლა საქართველოში სცემს”.

რაც მშვიდობას ეხება, ძალიან არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან სწორედ ეს არის ომისა და ღალატის პარტია – დავით მათიკაშვილი

მცდელობამ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადება დაემახინჯებინათ და ისე წარედგინათ საზოგადოებისთვის, ფიასკო განიცადა, ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რას გულისხმობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი – ეს არის ურთიერთპატიება და ურთიერთშენდობა, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში.

„თუ არა ნდობის აღდგენა, სხვანაირად შერიგება როგორ წარმოუდგენია ვინმეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ის პროცესი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. რაც მშვიდობას ეხება ძალიან არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან სწორედ ეს არის ომისა და ღალატის პარტია.

მათი სურვილების მიუხედავად ჩვენ ჩვენს მშვიდობიან შერიგებასა და ურთიერთნდობაზე აგებულ პოლიტიკას ჩვენს ოსსა და აფხაზ ძმებთან აუცილებლად გავაგრძელებთ და ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენითა და ერების კვლავ ერთად ცხოვრების რესურსით დასრულდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, გორში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, ასევე, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნული ღირებულებების, რელიგიის დაცვაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ჩვენს ოს ძმებთან შერიგებისა მნიშვნელობასაც, რასაც რადიკალების გაღიზიანება მოჰყვა.

გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის-მამუკა ხაზარაძე

გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – მე ცალმხრივად არ შემითავაზებია და ეს დოკუმენტში წერია, – ამის ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პარტია „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში.

როგორც ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შეიძლება გახარიამ ჩათვალა, რომ ეს ნიშნავდა მისი პოლიტიკან ჩამოშორებას, რაც ხაზარაძის თქმით, სიმართლე არ არის.

„გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი. გუშინდელ შეხვედრაზე მივხვდი, რომ მან შეიძლება ჩათვალა რომ ვიღაცას უნდა, რომ ჩემი და მისი სიაში არ ჩაწერა. მე ცალმხრივად არ შემითავაზებია და ეს დოკუმენტში წერია. შესაბამისად, შეიძლება გახარიამ ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის და ვუთხარი, რომ მზად ვარ ეს პუნქტი შევცვალოთ. გუშინვე დავუდასტურე, რომ თუ სურვილი აქვს იყოს სიაში, შესაბამისად, მეც მასთან ერთად“,- განაცხადა ხაზარაძემ.