Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

23 ივნისს სულთმოფენობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმიდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს ქრისტეს მოციქულებზე სულიწმიდა ცეცხლის სახით გადმოვიდა და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ, რომ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ. სულთმოფენობის ტრადიცია ტაძრების ყვავილებით მორთვაა, იატაკზე კი, ახლად მოთიბულ ბალახს აფენენ. მორწმუნეები ლიტურგიაზეც ყვავილებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წელი ინახავენ. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის; ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ. ღვთისმსახურების შემდეგ სპეციალური, სულიწმიდის მოწვევის ლოცვა იკითხება.

ჩინეთი და ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ – „როიტერი“

ჩინეთი და ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

როგორც ჩინეთში მყოფმა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, მას ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჩინეთთან ტარიფების საკითხზე კონკრეტული მოლაპარაკებები გაიმართება.

მანამდე, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყების ხელმძღვანელი ვან ვენტაო და ვალდის დომბროვსკისი შეთანხმდნენ კონსულტაციების დაწყებაზე ჩინური ელექტრომობილებთან დაკავშირებით ევროკავშირის ანტისუბსიდურ გამოძიებაზე.

ჰაბეკის თქმით, ეს არის სიახლე და მოულოდნელი, რადგან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებების განრიგის შეთანხმება შეუძლებელი იყო.

„ჯერ შორს ვართ დასასრულიდან, თუმცა, სულ მცირე, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც აქამდე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

ევროკავშირი 4 ივლისიდან ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დროებით, 38,1%-მდე ტარიფს აწესებს. ევროკავშირის გამოძიება სუბსიდირებასთან დაკავშირებით ნოემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ამოქმედდება საბოლოო ტარიფები. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ჩინეთის ელექტრომობილების მწარმოებლების სუბსიდირება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მწარმოებლებ

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესანიშნავი დღეა ძველ მეგობრებთან შეხვედრისა და გართობისთვის. კარგი იქნება, თუ მხიარულ წვეულებას მოაწყობთ და მეგობრებს დაპატიჟებთ. ნუ შეგეშინდებათ, რომ განსხვავებული ინტერესები ურთიერთობაში ხელს შეგიშლით. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი აუცილებლად უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს.

კურო

ამ დღეს კონსერვატიული აზროვნება გამოუსწორებელი შეცდომისგან დაგიცავთ. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ნებისმიერ სიახლეს ეჭვით უნდა მოეკიდოთ. რასაც უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი რამდენჯერმე გადაამოწმეთ. თავი შეიკავეთ ახალი და ეგზოტიკური კერძების გასინჯვისგან. ხელსაყრელი დროა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობის აღსადგენად.

ტყუპები

შესაძლოა, სიმართლის დასადგენად დებატებში მონაწილეობა გთხოვონ. რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ – თქვენი პოზიცია ან ერთ მხარეს გაანაწყენებს ან მეორეს, ამიტომ მოუცლელობა მოიმიზეზეთ და დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვით ან აუხსენით, რომ სხვა ადამიანების საქმეებში ჩარევა არ გსურთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ვიღაც თქვენს პროვოცირებას ეცდება. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ კონფლიქტში არ ჩაგითრიონ. ეს სასიცოცხლო ენერგიას წაგართმევთ, რაც უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად გჭირდებათ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ.

ლომი

ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ეს დღე დიდხანს გემახსოვრებათ. სავარაუდოდ, ეს ახალი ადგილების ნახვას და მოგზაურობას უკავშირდება. გარემოს შეცვლა დადებით ემოციებს მოგიტანთ. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის აღება – ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

ქალწული

წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს. ამჯერად უთანხმოებებს სწრაფად მოაგვარებთ, მაგრამ მომავალში მეტი სიფრთხილე გმართებთ. გირჩევთ, თვითგანვითარებას მეტი დრო დაუთმოთ. ეს თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ.

სასწორი

ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით, იმედებს გაგიცრუებთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. სხვა მხრივ მშვიდი და სასიამოვნო დღე გელით. სამსახურში შესაძლოა, წარმატებას მიაღწიოთ და იმის ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დილის ვარჯიშები არ გამოტოვოთ.

მორიელი

მოგზაურობისას გახსოვდეთ, რომ გზაზე ფხიზლად უნდა იყოთ და უსაფრთხოება აკონტროლოთ. ძალიან ემოციური დღეა – მოვლენები ერთმანეთს სწრაფად მიჰყვება, ამიტომ საღამოს თავს ძალიან დაღლილად იგრძნობთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა წვეულებებისა და დღესასწაულების მოწყობისთვის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება, შეხვედრის შთაბეჭდილებები კი დიდხანს გაგყვებათ. ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება.

თხის რქა

ეცადეთ, საკუთარ ცხოვრებას განსხვავებული თვალით შეხედოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ადამიანებში და საკუთარ მიზნებში გაერკვიოთ. ახლა მშვენიერი შესაძლებლობა გაქვთ, საკუთარ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოთ. ამ დღეს ნებისმიერ ცვლილებას სწრაფად ეგუებით და შექმნილი ვითარებიდან მაქსიმალურ სარგებელს იღებთ.

მერწყული

იმას, რაც გუშინ რთულად შესასრულებელი ჩანდა, ამ დღეს სწრაფად და ადვილად უმკლავდებით. საყვარელმა ადამიანმა შესაძლოა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა გთხოვოთ. დათანხმდით, თუნდაც ამის სურვილი არ გქონდეთ. საღამოს მოულოდნელ სიახლეს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

თევზები

გაბედეთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ და წარუმატებლობაზე არ იფიქროთ. ამ დღეს კარგი განწყობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. საშუალება გექნებათ, რომ საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ბევრჯერ გამოგადგებათ.

„მადლობა მეტოქეს… ბოლო წამებზე ლამის გული გამიჩერდა“ – ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ევროპის ჩემპიონატზე, F ჯგუფის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 ითამაშა და ისტორიაში პირველად შეძლო ევროტურნირებზე ქულის აღება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა გავლილი მატჩი შეაჯამა.

„ბოლო წამებზე კინაღამ გული გამიჩერდა. გადავრჩით. იმის მიუხედავად, რომ ბიჭებმა ამ თამაშში მთელი ენერგია ჩადეს, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ. სახლში ადრე წასვლა არ გვინდა, ამიტომ ვეცდებით, რომ მომდევნო შეხვედრა მოვიგოთ.

ჩვენი მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოდ გადმოდიოდა და ცოტა შეგვაშინეს კიდეც. თამაშით ვაჯობეთ, მაგრამ მაინც სახიფათოდ გვიტევდნენ. მინდა, ასეთი თამაშისთვის მადლობაც გადავუხადო. ასევე მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც საოცარი ატმოსფერო შექმნეს. ჯერ არაფერი დასრულებულა.

დღეს უიღბლობამ იჩინა თავი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაში იღბალი ჩვენს მხარეს იქნება. ცოუფალმა ნამდვილად კარგად ითამაშა. ის ისეთი იყო, როგორიც ვესტ-ჰემშია. შეტევაში კარგად გადადიოდა და დაცვაშიც საიმედოდ იდგა.

კვარაცხელია ყველაზე სახიფათო მოთამაშე იყო. როდესაც ბურთს იღებდა, მაშინვე კარისკენ იღებდა სირბილს. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს ბევრი ყვითელი ბარათის ხარჯზეც მოგვიწია. ამის გამო გვმართებს, რომ უფრო უკეთ მოვემზადოთ. ატმოსფერო ნამდვილად კარგი იყო და მადლობა ამისთვის გულშემატკივარს. ქართველ ფანებსაც დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ბრწყინვალე ატმოსფერო გვაჩუქეს“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება, ჩეხეთი კი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

„ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ…“ – ხვიჩა კვარაცხელია

 ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია პირველ კომენტარს აკეთებს:

ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს, საკუთარ მოედანზე, საქართველოში ვთამაშობდი… ძალიან დიდი მადლობა მათ.

რაც შეეხება თამაშს, ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან, ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომ არის ის საუკეთესო მეკარე. 

რაც შეეხება დანარჩენს, ბოლოსაც გამოჩნდა, რომ მოგება შეგვეძლო… ჩვენ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ამ ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველა გუნდთან თამაში შეგვიძლია. სანამ არის შანსის 1%-იც კი, გუნდს მნიშვნელობა არ აქვს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია,“- თქვა კვარაცხელიამ.

კითხვაზე, არის თუ არა ის ოპტიმალურ ფორმაში, პასუხი ასეთია:

„ვარ თუ არა ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი, მაგრამ ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ. ვცდილობ გავაკეთო… იმის მიუხედავად, რომ ჩემს პოზიციაზე არ მიწევს თამაში, მაგრამ ბედნიერი ვარ…

კმაყოფილი არასდროს ვარ, უფრო მეტი შემიძლია… მაგრამ რასაც მავალებენ, ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო…“ – დასძინა კვარამ.

„დასაკარგი არაფერი გვაქვს…“ – სანიოლის პირველი კომენტარი ჩეხებთან მატჩის შემდეგ

ევრო 2024-ზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდი ჰამბურგში, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვილი სანიოლი: რამდენიმე წელია მიცნობთ და არ მიყვარს ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი. დღეს ხვიჩაზე არ ვისაუბრებ. რაღაც დროის შემდეგ, როდესაც მატჩს გავაანალიზებთ შესაძლოა. იმედი გვაქვს, რომ კიტეიშვილი შემდეგ თამაშში იქნება. რაც შეეხება კვერკველიას, მან აქ ჩამოსვლამდე რამდენიმე დღე თბილისში, საავადმყოფოში გაატარა, რადგან ჰქონდა ვირუსი. ამის გამო მოსამზადებელ ეტაპზე პრობლემები შეექმნა, მისი შეცვლა ამით იყო გამოწვეული. სამ-ნახევარი წელია აქ ვარ და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიე. ეს ტურნირი ჩემთვის მწარე გამოცდილება იყო. საბასთან მივედი, რადგან ვიცი, რასაც გრძნობდა. მე ის გავამხნევე, რადგან ასეთი რაღაცები ხდება. შერეული გრძნობები გვაქვს. თამაშის ბოლოს ყველა დამწუხრებული იყო, შემდეგ კი გაიაზრეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა ავიღეთ. ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვშრომობდით.

ყველაზე ძლიერი გრძნობა – ეს არის სიამაყე. არ შეიძლება იმედგაცრუებული იყო, როცა იცი საიდან მოდიხარ და რა გააკეთე. მჯერა, რომ ამ თამაშის შემდეგ მთელი ქვეყანა განსაკუთრებულად იზეიმებს, ისე, როგორც მათ იციან. ჩეხეთმა არ გამაოცა. ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ასეც იქნებოდა. ჩეხეთმა პირველიდან ბოლო წუთამდე დიდი ზეწოლა შეგვიქმნა.

ვფიქრობ, რომ ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან მოგება უნდოდათ და ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ ჩვენ საოცარი მეკარე გვყავს გიორგი მამარდაშვილის სახით, რომელმაც ბევრი ბურთი აიღო. პორტუგალიასთან მატჩი? ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. აქ ვართ და ვიცით, რომ მთავარი მიზანი გამოცდილების მიღებაა. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატს მაშინვე მოვიგებთ.

ფეხბურთელებისთვის სწორედ ასეთი თამაშებია მნიშვნელოვანი, რადგან შეუძლიათ დაინახოთ, თუ სად უნდა იყონ და როგორ უნდა ითამაშოს. ეს ტურნირი მთელ ქვეყანას ძალიან დაეხმარება. პორტუგალია ტოპ-გუნდია, ჩვენ კი ჩვენი ამბიცია იქნება. რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. დღეს ბევრი ფეხბურთელი დაიღალა და მნიშვნელოვანია, რომ კარგად დავისვენოთ. ემოციების მხრივ, საკმაოდ დატვირთული მატჩი იყო. მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენ რა გავაკეთეთ. ეს კარგად გავაანალიზოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, საბას ვესაუბრეთ და ყველა ვცდილობთ, რომ მან თავი უკეთესად იგრძნოს. ის ნამდვილად განიცდის, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მას ეს მომენტი გადავატანინოთ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს F ჯგუფში 2 ტურის შემდეგ 1 ფრე და 1 მარცხი აქვს. 18 ივნისს ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებთან 1:3 დამარცხდა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან 10კმ, სოფელ ირთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა.

გილოცავთ! პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული გუნდის ჩეხეთთან თამაშს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„გილოცავთ! პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

საქართველო-ჩეხეთის შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.

 

რუსეთის არმიამ ხარკოვი დაბომბა

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანია დაღუპული და ორი დაშავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსეთის ძალებმა ქალაქის საცხოვრებელ რაიონზე ოთხი დარტყმა მიიტანეს.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმა საავიაციო ბომბებით განხორციელდა.

ყველაფერ ნეგატიურს აქვს თავი მოყრილი ამ ქალში-გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის ელჩებისადმი მიმართვას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.

„ყველაფერ ნეგატიურს აქვს თავი მოყრილი ამ ქალში. მავნებლობა, ამორალიზმი, უზნეობა, სიბოროტე და ა.შ. ეგულება ვიღაცები, ჯავახიშვილისნაირები, თორემ ეს ესე არაფერს არ იტყოდა. კარგია, შენთან ერთად, შენნაირი მავნებლებიც თუ გაუყვებიან რუსული გემის გზას. შენი ფავორიტი ლავროვი, იქ უკვე გელოდებათ“, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საქართველოს ელჩებს მიმართა: „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი რეალურია და ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული -ანტონიო გუტერეში

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი რეალურია და თავიდან უნდა იქნას აცილებული, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გაერო-ს ხელმძღვანელის თქმით, რეგიონის და მსოფლიოს სახელმწიფოები თავს უფლებას ვერ მისცემენ, რომ ლიბანი კიდევ ერთი ღაზა გახდეს.

„მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. ბავშვები, ჟურნალისტები და სამედიცინო მუშაკები არასოდეს უნდა იყვნენ სამიზნე და იძულებით გადაადგილებულმა თემებმა უნდა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება. მსოფლიომ ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ დაუყოვნებელი დეესკალაცია არამხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია. სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ჩვენი მხრივ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის, უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის შესაბამისად. გაერო-ს სამშვიდობოები, როგორც წესი, ადგილზე არიან და მუშაობენ დაძაბულობის დეესკალაციისთვის უკიდურესად რთულ გარემოში“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

სალომე ზურაბიშვილს სადაც შეუძლია, რომ ზიანი მიაყენოს ქვეყანას და საზოგადოების უსაფრთხოებას, იქ ამ შანსს ხელიდან არ უშვებს -დიმიტრი ხუნდაძე

პრეზიდენტი დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებს დესტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი დუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს სადაც შეუძლია, რომ ზიანი მიაყენოს საქართველოს და საზოგადოების უსაფრთხოებას, იქ ამ შანსს ხელიდან არ უშვებს.

„რეალობა ისაა, რომ საქართველოსთან მიმართებაში არის ძალიან ბევრი ხილული მტერი, ასევე არიან უხილავი მავნებლებიც. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი არის ხილული მავნებელი, რომელიც დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებს დესტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად. სადაც შეუძლია, რომ ჩაშალოს, აურიოს, დაანგრიოს, გააფუჭოს და ზიანი მიაყენოს თავად ქვეყანას და საზოგადოების უსაფრთხოებას, იქ, რა თქმა უნდა, ის ამ შანსს ხელიდან არ უშვებს. პრეზიდენტი, როგორც აქამდე, გადაწყვეტილებებში არ არის დამოუკიდებელი და ის ასრულებს დაკვეთებს, რა თქმა უნდა, ესეც შეთანხმებული მავნებლობაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ არ უნდა დარჩეს უპასუხო, რადგან ეს არის ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ დესტრუქციული ქმედება, მით უმეტეს, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან, პრეზიდენტის მხრიდან. ვფიქრობ, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება და მეტის ცოდნაა საჭირო, საიდან ხდება ასეთი კონკრეტული დაკვეთები და რატომ გადავიდა ასეთ ღია დაპირისპირებაზე არათუ მმართველ გუნდთან, არამედ – საკუთარ ქვეყანასთან და საზოგადოებასთან“, – განაცხადა დუნდაძემ.

ხუნდაძე სლოვაკეთში საქართველოს ყოფილი ელჩის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ეს რომ დაკვეთილი სცენარი იყო, ეს დაადასტურა; ისევ სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩი აკეთებს განცხადებას, თითქოს დღეს გადადგა, არადა ექვსი თვეა, რაც თანამდებობაზე არაა, ვადა ამოეწურა. არც მაშინ გადამდგარა, მით უმეტეს, ახლა ვერ გადადგებოდა, მაგრამ ესეც გამოიყენეს იმისათვის, რომ საზოგადოებაში გააჩინონ განცდა იმისა, თითქოს ეს დესტრუქციული ტალღა უკვე გავრცელებადია და ელჩებმა უკვე დაიწყეს პრეზიდენტის დაკვეთის შესრულება. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის, ეს ასე არც იქნება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საქართველოს ელჩებს მიმართა: „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“. მოგვიანებით, ირაკლი კოპლატაძემ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი საქმიანობის შემდეგ, უკვე ფორმალურად დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამასთან, საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ირაკლი კოპლატაძემ, რომელმაც ელჩობიდან წასვლაზე სოციალურ ქსელში 21 ივნისს დაწერა, სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა.