9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

52
spot_img

2015 წლის 13 ივნისი ტრაგიკული დღეა სრულიად საქართველოსთვის. ერთი ჩვეულებრივი ზაფხულის წვიმა სტიქიისა და ტრაგედიის მიზეზი გახდა. 13 ივნისის მოვლენები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.

წვიმის შემდეგ, მდინარემ გარღვევა შეძლო და  მტკვარს შეუერთდა.  მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო- უკვლოდ დაიკარგა, 200-ზე მეტი ოჯახი  და 1000 – ზე მეტი ადამიანი კი დაზარალდა.

სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები და საკომუნიკაციო სისტემები, მთლიანად დაიტბორა  ,,მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები, დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა და ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.