9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

180
spot_img

ვერძი

შეიძლება, ყურადღების ცენტრში მოხვდეთ და უამრავი ქათინაური დაიმსახუროთ. გარშემომყოფებს თქვენი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები სჭირდებათ. გამოიყენეთ ეს დრო საჭირო კავშირების დასამყარებლად. ეცადეთ, საღამო მეგობრების გარემოცვაში, აქტიურად გაატაროთ.

კურო

ამ დღეს თქვენი ინტუიცია ისე კარგად მუშაობს, როგორც არასდროს. გამოიყენეთ ეს შანსი სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა და ბიზნესკომუნიკაციისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი გარემოცვიდან გადაუმოწმებელი ინფორმაციით შეცდომაში შეგიყვანოთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში.

ტყუპები

ეს დღე ყველაზე მეტად შემოქმედებითი საქმიანობისთვისაა შესაფერისი. ეცადეთ საკუთარ მიზნება და სურვილებში გაერკვიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 9 ოქტომბერი საყვარელ ადამიანთან ერთად, შინაურ გარემოში გაატაროთ. თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი, გყავთ ყურადღება მიაქციეთ – შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შექმნას.

კირჩხიბი

ეცადეთ, შესაძლებლობა გამოიყენოთ – პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

ლომი

დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით. ძალისა და ნებისყოფის მოკრება დაგჭირდებათ, რათა საკუთარი მოვალეობები შეასრულოთ. დღის მეორე ნახევარში ახალი ან ძველი, საყვარელი ფილმი განწყობას აგიმაღლებთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, დროა პროფილაქტიკური კვლევა ჩაიტაროთ.

ქალწული

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც თქვენმა კოლეგებმა ვერ დაძლიეს. თქვენი შრომისმოყვარეობა ნებისმიერ, თუნდაც ძალიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანს აღაფრთოვანებს. ახლა კარგი დროა, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული, უიმედო საქმე დაასრულოთ.

სასწორი

ამ დღეს თქვენი პროფესიონალიზმი და ინტუიცია კამათსა და დისკუსიებში დაგეხმარებათ. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, სასურველ შედეგს გამოიღებს. საღამოს საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია, ჩხუბის ნაცვლად, სიყვარულზე დახარჯოთ.

მორიელი

გეჩვენებათ, რომ ნათესავებისა და მეგობრების წინაშე ვალში ხართ. ამაზე ფიქრმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ და მუშაობაში ხელი შეგიშალოთ. თუ შესაძლებელია, თქვენს განცდებზე ახლობელ ადამიანს ესაუბრეთ.

მშვილდოსანი

წარმატებული და პოზიტიური დღე გელით. მუშაობა კმაყოფილებას განიჭებთ. შესაძლოა, მოგზაურობასთან ან ახალი საქმის სწავლასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები შეიტყოთ. საყვარელი ადამიანის და მეგობრების რჩევა ძალიან გამოგადგებათ.

თხის რქა

ამ დღეს გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. ეცადეთ, გარემოებებს მოერგოთ და სამუშაოსთვის განეწყოთ. შეიძლება მნიშვნელოვანი საქმის დროულად დასრულებისთვის გეგმების კორექტირება მოგიწიოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

მერწყული

პიროვნული მომხიბვლელობის დამსახურებით ამ დღეს სასურველის მიღწევას ადვილად ახერხებთ. ეცადეთ ხშირად გაიღიმოთ – ეს სკეპტიკოს ადამიანებსაც კი თქვენ მიმართ სიმპათიით განაწყობს. ეს დღე ხელსაყრელია რაღაც ახალი და საინტერესოს შესასწავლად ან სანახავად.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს გაგებით მოეკიდოთ და სიტუაცია არ გაართულოთ. ეს ყველაზე ჩახლართული საკითხების მარტივად გადაჭრაში დაგეხმარებათ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომის დაშვებას აგაცილებთ.