9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

68
spot_img

ვერძი

შესაძლოა ამ დღეს გაიგოთ, რომ თქვენი სამსახური პროფილს ან მიმართულებას იცვლის. სავარაუდოდ, ეს ცვლილება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. ცხოვრებისეული ცვლილებები თქვენგან ახალ და უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს, ამიტომ დროა, ამაზეც იფიქროთ.

კურო

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევის დროს მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ასეთი საუბრები აუცილებელია, მაგრამ უსიამოვნო. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სადავო საკითხების განხილვისას ობიექტურობა გამოიჩინოთ. საბოლოო შედეგი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ტყუპები

ამ დღეს სხვების აზრზე ზედმეტად დამოკიდებული ხართ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს გიშლით. თქვენ უკეთ იცით ცხოვრებაში რა გჭირდებათ, ამიტომ ნუღარ უსმენთ სხვებს და ისე იმოქმედეთ, როგორც გსურთ. ყველასთან დაპირისპირებას გამბედაობა სჭირდება, რომელიც არ გაკლიათ. ბოლოს მაინც აღიარებენ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ. ეცადეთ ხმაურიანი ქალაქიდან მოშორებით, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, გზაზე სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გაფრთხილება არა მხოლოდ მძღოლებს, არამედ ფეხით მოსიარულეებსაც ეხებათ. აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა, განსაკუთრებით არტერიული წნევა. მოერიდეთ ალკოჰოლს და ცხიმიან საკვებს. იზრუნეთ მიმდინარე საქმეების დასრულებაზე, ახალი საქმეები შეგიძლიათ სამომავლოდ გადადოთ.

ლომი

წარმატებული, ნათელი ემოციებით სავსე დღეა. შემოქმედ ლომებს პლანეტების მხარდაჭერა ელით. თუ ვინმემ წვეულებაზე ან საინტერესო ღონისძიებაზე მიგიწვიათ, უარს ნუ ეტყვით – იქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ და შესაძლოა, ისეთი ადამიანიც გაიცნოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცხოვრებისადმი მიდგომა რადიკალურად შეცვალოთ. ნეგატიურ მოვლენებს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევთ, მაშინ როცა პოზიტიურ მოვლენებს ვერ ამჩნევთ. ეცადეთ, სიხარული წვრილმანებში ეძებოთ და ნახავთ, როგორ გარდაიქმნება თქვენი ცხოვრება. ცვლილებები ადამიანებთან ურთიერთობაზეც აისახება – იქნება მეტი გაგება და დადებითი ემოციები.

სასწორი

ეცადეთ, სხვა ადამიანების მოსმენა და გუნდურად მუშაობა ისწავლოთ. ეს სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები, თუმცა ისინი წინააღმდეგობრივ გრძნობებს გამოიწვევენ. ეცადეთ, პრობლემებზე ნაკლები იფიქროთ და მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ.

მორიელი

უახლოეს მომავალში სწავლის ან პროფესიული საქმიანობის მიმართულებით წინსვლა გელით. პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ, რადგან ახლა მთელი ყურადღება კარიერაზე უნდა გადაიტანოთ.

მშვილდოსანი

თუ მტრების გაჩენა არ გსურთ, ემოციები უნდა აკონტროლოთ და სხვა ადამიანების კამათში არ უნდა ჩაერიოთ. გამორიცხული არ არის, ისეთი რაღაც თქვათ, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ. ფრთხილად იყავით სასაუბრო თემების არჩევისას, რათა გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. მოერიდეთ საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნას და ეცადეთ, სახლში მეტი დრო გაატაროთ.

თხის რქა

ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას ადამიანზე, რომელსაც კარგად არ იცნობთ. შესაძლოა ამის გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ეცადეთ კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, მათგან ერთ-ერთი თქვენზე ნაწყენია. ეცადეთ ამის მიზეზი გაარკვიოთ და ურთიერთობა აღადგინოთ, რადგან მალე ამ ადამიანის დახმარება დაგჭირდებათ. სასურველია, რომ სხეულის ზოგადი გამოკვლევა ჩაიტაროთ.

მერწყული

რთული დღეა. შეთანხმება უახლოეს ადამიანებთანაც კი გიჭირთ, რადგან ვარსკვლავები წინააღმდეგობების გამწვავებას ვარაუდობენ. ამ დღეს ლიდერული თვისებების გამოვლენა მოგიწევთ. სინდისთან კომპრომისზე ნუ წახვალთ, თორემ აუცილებლად ინანებთ. ინტრიგებმა და ეშმაკობამ შეიძლება ისედაც რთული ურთიერთობა. უკიდურესად გაამწვავოს.

თევზები

ბოლოს და ბოლოს, ძველი სურვილების და ოცნებების ასრულების დროა. ბედისგან მეტისმეტად ბევრს ნუ მოითხოვთ, იღბალი ისედაც თქვენს მხარეზეა. გამჭრიახობა უნდა გამოიჩინოთ, რათა თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ. გირჩევთ, საღამო ახალ ადგილას გაატაროთ, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი იყრის თავს.