,,დიდი ქვეყნები ომით არიან დაინტერესებული”- რამაზ საყვარელიძე

96
spot_img

დიდი ქვეყნები ომით არიან დაინტერესებული, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ მედიასთან განაცხადა.

 

„ისეთი ქვეყანაც კი, რომელიც დღეს იარაღს ხელს არ ჰკიდებს – ჩინეთი, უაღრესად დაინტერესებულია ომში, რადგან მისი კონკურენტები ებრძვიან ერთმანეთს და ერთმანეთს რაც უფრო დაასუსტებენ, ჩინეთი რჩება თეთრ სამოსში გამოწყობილი. ასეთ პირობებში, როდესაც ყველას ყველასთან აქვს ბრძოლა გამოცხადებული, ეკონომიკური და ა.შ, რაც მერე ცხელ დაპირისპირებაში გადადის, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, იპოვო სიტუაცია, როცა აინტერესებთ მშვიდობა. როგორც ომის დაწყებას უნდა მოტივი, მშვიდობის დამყარებასაც ხომ უნდა მოტივი? ის ვინმეს უნდა დასჭირდეს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

რაც შეეხება, საქართველოს პერსპექტივას ამ კონტექსტში, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ყველაზე კარგი მდგომარეობა არის ბალანსის დაჭერა ყველაფერთან და ყველასთან. „ამერიკას გაუორდა ფრონტი, უკრაინა იყო და ახლა დაემატა ისრაელი. წესით, ამერიკას იმის თავი აღარ უნდა ჰქონდეს, რომ გადატრიალებაზე იფიქროს, თორემ ჩინეთთან კონკურენციის გამო ამერიკას აწყობდა აქ სატრანზიტო გზის გაფუჭება. ბაზარია ევროპა და ჩინეთი აპირებს, ევროპისკენ საქონელი კავკასიის გავლით წამოიღოს. აქ თუ ვინმე გზას გააფუჭებს, ჩინეთი გაიჭედება; ჩინეთიც წაგებაში იქნება და ევროპაც, ორივეს წაგება კი ამერიკას აწყობს. აი, ეს მოტივი უკვე ამერიკის პოლიტიკაში შეიძლება, აღარ იყოს წამყვანი, როცა ის ჩაბმულია ორი კონფლიქტის ხაფანგში. ეს სერიოზული საფრთხე იყო. შემთხვევითი არ არის სუს-ის ის ანგარიში და შემთხვევითი არც ისაა, რომ სერბეთიდან მოიყვანეს სპეციალისტები. სერბეთი რუსული ორიენტაციის ქვეყანა არ არის?“, – განაცხადა საყვარელიძემ. მისი თქმით, მსოფლიო პოლიტიკურ მენტალიტეტში იქნება ძვრები, კერძოდ, ულტრალიბერალური მენტალიტეტი შემცირდება.