“78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა” – პაპუაშვილი

68
spot_img

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს და სათანადო პატივი ვცეთ მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს, მათ თავდადებასა და დამსახურებას.

მისი თქმით, ფაშიზმზე გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა – ბრძოლის ველზე, მსოფლიო მშვიდობისათვის, 300 ათასზე მეტი ქართველი დაეცა.

„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა. ამ გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა – ბრძოლის ველზე, მსოფლიო მშვიდობისათვის, 300 ათასზე მეტი ქართველი დაეცა. ბევრი მათგანის გმირობის ისტორია ჩვენთვის ცნობილია, უმეტესობის კი არა. თუმცა, სწორედ მათი საგმირო ტრადიციების გაგრძელება იყო, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, ჩვენი გმირი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულად იცავდნენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

განსაკუთრებული მოწიწებით მინდა ეს დღე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს მივულოცო. ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს და სათანადო პატივი ვცეთ მათ თავდადებასა და დამსახურებას,” – წერს შალვა პაპუაშვილი.