6 მარტს, ოდესაზე რუსეთის იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

84
spot_img

6 მარტს, ოდესაზე რუსეთის იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა განაცხადა. დარტყმები საპორტო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელდა.

პლეტენჩუკის თქმით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, მათი რაოდენობა ამ დრომდე დგინდება.

რუსეთის იერიში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის ქალაქში ყოფნის დროს განხორციელდა.

ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ძლიერი აფეთქება მოხდა. რეგიონში სასწრაფოდ გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის განგაში.

ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო. თავდასხმის დროს ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდა ოდესის პორტში.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, აფეთქებები მათთან ახლოს იყო.