5-8 თებერვალს პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს შესვლა შეეზღუდებათ

26
spot_img

5-8 თებერვალს პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს შესვლა შეეზღუდებათ, ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

“მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს”, – აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.