35 წლის წინ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა გმირი ახალგაზრდების თავგანწირვა, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობის თავიდან მოპოვებას მისცა გზა -თურქეთის საელჩო

7
spot_img

საქართველოში თურქეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ისტორიის ფურცლებში ოქროს ასოებით ჩაიწერა გმირი ახალგაზრდების თავგანწირვა, რამაც მისცა გზა ქვეყნის დამოუკიდებლობის თავიდან მოპოვებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.