,,30 წელზე მეტია ამერიკა საქართველოს ძლიერი პარტნიორია და იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას”- ჯიმ ობრაიენი

25
spot_img

30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას მაშინ, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, დაუახლოვდეს ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის თანაშემწემ თბილისში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ – ამერიკელები და ამერიკა ვაფასებთ საქართველოსთან ურთიერთობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შედეგად, გვაინტერესებდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა არის თუ არა კიდევ გაზიარებული საქართველოს მიერ. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მრავალ წელს ითვლის და 1992 წლიდან ვდგავართ საქართველოს გვერდით, განვახორციელეთ ინვესტიცია, დახმარება 6 მილიარდი დოლარის ოდენობით და ეს შეეხებოდა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას – ქვეყნის განვითარებას, თავდაცვას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს განვითარებას და ა.შ.“ – განაცხადა ობრაიენმა.