30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

105
spot_img

ვერძი

ამბიციები კარგია, მაგრამ არა ამჯერად. მხოლოდ ემოციების კონტროლით შეძლებთ შეინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა და წარმატებას მიაღწიოთ სასიყვარულო საკითხებშიც.

კურო

მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე ყოფნას, მეტი იმოძრავეთ, მოიწესრიგეთ კვებისა და ძილის რეჟიმი, ივარჯიშეთ.

ტყუპები

თუ განწყობა დაგიქვეითდათ, კარგი იქნება კორექტივების შეტანა გეგმებსა და ადამიანებთან დამოკიდებულებაში.

კირჩხიბი

თუ გარკვეული საკითხების გადაჭრა გაგიჭირდათ, თამამად მიმართეთ მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს. გქონდეთ მათი დახმარების იმედი, იყავით ოპტიმისტი.

ლომი

მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. მშვიდად შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულებები. მნიშვნელოვანია, გამოძებნოთ დრო დასვენებისთვის.

ქალწული

გზებზე სიფრთხილე და ყურადღება არ მოადუნოთ. იყავით წინდახედული და მეტი პოზიტივით შეხედეთ მიმდინარე მოვლენებს.

სასწორი

სასიკეთო დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. აუცილებელია დასვენება და ბუნებაში გასვლა.

მორიელი

შეგიძლიათ თავი გაინებივროთ საყიდლებით, მატულობს თქვენი შარმი, სექსუალურობა. საღამოს, აქტიურად დაისვენეთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, თქვენ მეორე ნახევართან გაუგებრობები წარმოიქმნას. დაიცავით ზომიერება, ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას.

თხის რქა

გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა, იარეთ სუფთა ჰაერზე. ურთიერთობებში მეტად წინდახედული და ჰუმანური იყავით.

მერწყული

კარგია, დღეს მიხედოთ სარემონტო სამუშაოებს, იზრუნეთ, ასევე, ჯანმრთელობაზე, აიმაღლეთ იმუნიტეტი.

თევზები

მოაწესრიგეთ თქვენი პირადი გარემო, გააკონტროლეთ სიტყვები, რათა დაუფიქრებლად ტკივილი არ მიაყენოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.