30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

87
spot_img

ვერძი

იდეალური დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ყველასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მუშაობის დროს ზედმეტი გულმოდგინება არ გამოიჩინოთ, რადგან მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად ძალა არ გეყოფათ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ ნაკლები იმუშაოთ და პირად ცხოვრებას მეტი დრო დაუთმოთ. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს პირად ურთიერთობებში კრიზისი აქვს და დროა, სიტუაციის შეცვლაზე იზრუნოთ. ეცადეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ცოტაოდენი რომანტიკა დაამატოთ და საყვარელი ადამიანი უფრო ხშირად გააბედნიეროთ.

ტყუპები

საკუთარი გარეგნობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით უკმაყოფილო ხართ და ეს თქვენს განწყობაზეც აისახება. იქნებ დროა, წუწუნიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ და თქვენთვის შესაფერისი დიეტა და ვარჯიში შეარჩიოთ ან საღამოობით დივანზე წოლის ნაცვლად, სასეირნოდ ან საცურაოდ წავიდეთ? სასურველია მასაჟზე ან კოსმეტოლოგთან წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენასა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები შანსს გაძლევთ, რომ ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანებთან, ვინც ოდესღაც საკუთარი ცხოვრებიდან გაუშვით. უთანხმოების მიზეზი უკვე დავიწყებულია, ამიტომ შეეცადეთ, ყველაფერი „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოთ. გირჩევთ, სამსახურში აუჩქარებლად იმუშაოთ, საქმეს თანმიმდევრულად მიჰყვეთ და შესრულებული სამუშაო შეამოწმოთ, რათა შეცდომა არ გაგეპაროთ.

ლომი

გირჩევთ, საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთოთ. ეს აქტივობა იმდენ სიხარულს მოგიტანთ, რამდენიც არაფერს მოუტანია. ამასთან, თქვენ ირგვლივ უამრავი ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ.

ქალწული

მთელ დღეს საკუთარი სიმართლის მტკიცებაში გაატარებთ, მაგრამ სამართალს ვერ მიაღწევთ, მხოლოდ მტრებს გაიჩენთ. ეცადეთ, გარშემო მყოფთა კრიტიკულ შენიშვნებს „ორი ყურის პრინციპით“ უპასუხოთ და საკუთარი საქმე ჩუმად გააგრძელოთ. ხელსაყრელი დროა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ და აქტიური მოქმედების სურვილით იწვით.

სასწორი

ეს დღე ბევრ დადებით ემოციას მოგიტანთ. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც შესაძლებელია მეგობრობაში ან სიყვარულში გადაიზარდოს. ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომელიც თქვენთან ახლოს ცხოვრობს ან მუშაობს. ირგვლივ ბევრი საინტერესო ადამიანია, რომელსაც შეუძლია თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

მორიელი

ბევრს ოცნებობთ და ძალიან ცოტას აკეთებთ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, თუმცა იცით, რომ შედეგის მოტანა მხოლოდ თქვენს ძალისხმევას შეუძლია. ოთხ კედელში ნუ გაჩერდებით, ახალ ადგილებს ეწვიეთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდით – ზოგიერთი მათგანი მომავალში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ნუ იეშმაკებთ საყვარელ ადამიანებთან. ისინი იმსახურებენ, რომ მათთან ურთიერთობაში პირდაპირი და გულწრფელი იყოთ. უმჯობესია ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ და მენეჯმენტის მითითებები შეასრულოთ. უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ.

თხის რქა

ამ დღეს განწყობა ამინდზე სწრაფად გეცვლებათ. ემოციები მუშაობაში და დასვენებაში ხელს გიშლით, მაგრამ ვნებებთან გამკლავება გიჭირთ. იქნებ დროა, ფსიქოლოგს მიმართოთ? შუა დღეს შეიძლება ენერგიის დონემ მკვეთრად დაიკლოს და დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდეთ. არ ინერვიულოთ, საღამოს სიტუაცია გამოსწორდება.

მერწყული

საქმიანი ხუთშაბათი გელით. ამ დღეს ბევრი საქმის დასრულებას შეძლებთ და მენეჯმენტი თქვენი აქტიურობით კმაყოფილი დარჩება. არსებობს შანსი, რომ ახალ პროექტს განდობენ ან საპასუხისმგებლო მივლინებაში გაგზავნიან. კარგი იქნება თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებაში და შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თევზები

დაისვენეთ! – ეს არის რჩევა, რომელსაც ვარსკვლავები გაძლევენ. თქვენს ცხოვრებაში იმდენი სტრესული სიტუაციაა, ძალების აღდგენა გჭირდებათ. შეწყვიტეთ სახლში მუშაობა, გათიშეთ ტელეფონი და კოლეგების ზარებს ნუ უპასუხებთ. დაე სამყარომ მოიცადოს, სანამ ისვენებთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ყველა დაწყებული საქმე სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები.