3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

213
spot_img

3 მარტი „დედის დღედ“ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. 3 მარტი დღესასწაულად იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ 1991 წელს გამოაცხადა. „დედის დღეს“ ქალთა საერთაშორისო დღე უნდა ჩაენაცვლებინა, რომელსაც საბჭოთა კავშირში აღნიშნავდნენ. თუმცა, საბოლოოდ საქართველოში დღესასწაულებად გამოცხადდა როგორც :დედის დღე” – 3 მარტი, ისე ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი.