25 დეკემბერს კათოლიკური, პროტესტანტული და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას ზეიმობს

137
spot_img

25 დეკემბერი ქრისტეს შობის (შობა) დღესასწაულია. ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა). 377 წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოყოფილ იქნა და გადატანილ იქნა დეკემბრის 25-ზე. იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას. 1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრებისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრებისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე. განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ.

 

25 დეკემბერს ქრისტესშობას 10 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს: კონსტანტინოპოლის ალექსანდრიის ანტიოქიის საბერძნეთის კვიპროსის რუმინეთის ბულგარეთის ალბანეთის ჩეხეთ-სლოვაკეთისა ამერიკის 7 იანვარს ქრისტესშობას 6 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება: იერუსალიმის რუსეთის საქართველოს სერბეთის პოლონეთის