24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10477
spot_img

ვერძი

ბოლო დროს თქვენი ცხოვრება თითქოს ერთ ადგილზე გაჩერდა, რის გამოც პირად და კარიერულ ცხოვრებაში წინსვლას ვერ აღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოპტიმიზმი არ დაკარგოთ, მეტი იაქტიუროთ და საკუთარი პოზიცია დაიცვათ. უსმინეთ პროფესიონალებს – მათი რჩევები და გამოცდილება პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს თამამად შეგიძლიათ, თქვენი გეგმები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ – იმედი გქონდეთ, რომ მათ მხარდაჭერას მიიღებთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და გადაწყვეტილების მიღებისას სხვების აზრი და სურვილებიც გაითვალისწინეთ. მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდით – სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და მასთან შეგუება მოგიწევთ.

ტყუპები

ამ დღეს თავში შესანიშნავი იდეები მოგივათ, თუმცა სანამ მათ განხორციელებას შეუდგებით, გირჩევთ, თქვენი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. გამოცდილი ადამიანების რჩევები შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც კარგ მინიშნებებს მოგცემთ.

კირჩხიბი

ეცადეთ თქვენი საუკეთესო პროფესიული თვისებები გამოავლინოთ. ამ დღეს ხელმძღვანელობას თქვენი მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩება და ფინანსურ ბონუსს დაიმსახურებთ. ეცადეთ, ძველი პრობლემის გადასაჭრელად ახალი და ორიგინალური გზა მოძებნოთ. ასეთი მიდგომა ყველაზე რთულ დავალებასთან გამკლავებაშიც კი დაგეხმარებათ. აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები და მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.

ლომი

რთული და დაძაბული დღეა. ოჯახური საქმეები და პროფესიული მოვალეობები დასვენების დროს არ გიტოვებთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია, ამიტომ ეცადეთ, დავალებები კოლეგებს და ოჯახის წევრებს გაუნაწილოთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ქალწული

ამ დღეს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ, რადგან შეცდომის დაშვების დიდი შანსია. გირჩევთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ. მოერიდეთ შეუსრულებელი დაპირებების გაცემას. გამოცდილ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება საინტერესო იდეა გიკარნახოთ.

სასწორი

გარშემო მყოფი ადამიანების დახმარება დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ თქვენი უშუალო პასუხისმგებლობებიც არ უნდა დაგავიწყდეთ. მოერიდეთ კამათსა და დაპირისპირებაში მონაწილეობას და ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. ხელსაყრელი დღეა გადადებული საქმეების დასრულებისთვის.

მორიელი

ამ დღეს ყველზე მეტად გარშემო მყოფთა დახმარება გჭირდებათ. ეცადეთ, პრობლემებს და სირთულეებს თანამოაზრეებთან ერთად შეებრძოლოთ, რაშიც გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერა გჭირდებათ. ახლა საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის არახელსაყრელი დროა, ამიტომ ცოტა ხანი უნდა დაიცადოთ.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი რთული და დაძაბული იქნება. ენდეთ კოლეგების გამოცდილებას და ეცადეთ, ახალი ინფორმაცია მოიძიოთ. თუ ახლობელ ადამიანს დახმარება სჭირდება, უარს ნუ ეტყვით – მალე სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ. დროა საკუთარი გეგმის მიხედვით იმოქმედოთ.

თხის რქა

ძველი მეგობრის რჩევა საბედისწერო შეცდომის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანის ან საკუთარი შესაძლებლობების გამო დიდი იმედგაცრუება გელით, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია. წინ იღბლიანი პერიოდი გელით.

მერწყული

ამ დღეს ემოციური ფონი მაღალია, ამიტომ შესაძლოა, ბნელი ფიქრები დაგეუფლოთ. ეცადეთ, ნერვებს არ აჰყვეთ, სიტუაცია მალე შეიცვლება და მოვლენებს სხვა თვალით შეხედავთ. თუ შესაძლებელია, ეს დრო ბუნებაში გაატარეთ. სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობა სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თევზები

ეცადეთ, ამ დღეს ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. მოერიდეთ ხალხმრავლობას, მარტო გატარებული დრო შეიძლება ნაყოფიერად გამოიყენოთ. თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ნერვიულობა არ ღირს. ეს დროებითი სირთულეებია, რომლებიც თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდება.