24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

236
spot_img

ვერძი

ნაყოფიერი და წარმატებული დღეა, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. უარყოფითი ტენდენციების გავლენა თანდათან იზრდება, რაც პირველ რიგში ურთიერთობაზე აისახება – გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა სულ უფრო გიჭირთ. არახელსაყრელი დღეა ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სამკაულების შესაძენად – ფულს ტყუილად გადაყრით და იმედგაცრუებული დარჩებით.

კურო

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ამ დღეს მოსალოდნელზე მეტს მიაღწევთ. თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს არა მხოლოდ სამსახურს, არამედ პირად ურთიერთობებსაც ეხება. ზოგი კურო ძვირფას საჩუქრებს მიიღებს. ხელსაყრელი დღე ახალი სამსახურის დაწყების, კარიერული წინსვლის და ახალი სფეროების ათვისებისთვის.

ტყუპები

რთული დღეა, მაგრამ სწორად მოქმედების შემთხვევაში, მისგან სარგებელს მიიღებთ. ეცადეთ, საღი აზრით იხელმძღვანელოთ და დისციპლინა არ დაივიწყოთ. ახლა თქვენ კაპრიზების დრო არაა. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ ძალისხმევას დახარჯავთ, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობაში ფამილიარობას უნდა ერიდოთ. ეცადეთ, ტაქტიანად და დელიკატურად იმოქმედოთ. თავშეკავება დღეს განსაკუთრებით გჭირდებათ.

კირჩხიბი

გირჩევთ, ამ დღეს, პარტნიორებთან ერთად, ახალი იდეები და სამომავლო გეგმები განიხილოთ. სავარაუდოდ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან.

ექსპერიმენტები წარმატებით დასრულდება, ასე, რომ თუ ახალ საქმეში ძალების მოსინჯვას გადაწყვეტთ, არ ინანებთ. ფრთხილად იყავით საქმიან ქაღალდებთან ურთიერთობის დროს – უმცირესმა შეცდომამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვიოს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არ მოგატყუებთ. იდეებმა, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

ქალწული

დილით შანსი მოგეცემათ, რომ სწრაფად გაუმკლავდეთ საქმეებს, რომლებიც რთული გეჩვენებოდათ. გირჩევთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ.

შესაძლოა, პროფესიულ სფეროში სირთულეები შეგექმნათ იმის გამო, რომ შექმნილ სიტუაციას სწორად ვერ აფასებთ და პრობლემებს იქ ხედავთ, სადაც არ არის. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავადაა.

სასწორები

ეს დღე წარმატებული იქნება, თუ წესებს არ დაარღვევთ. ექსპერიმენტებს და, მით უმეტეს, გარისკვას ჯობია, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ – ეს უსაფრთხოცაა და ეფექტურიც. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – ისინი ბევრს გპირდებიან, მაგრამ პირობას თითქმის არასოდეს ასრულებენ.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, რადგან ისე ჩანს, რომ საკუთარი საქმეების გარდა არაფერი გაინტერესებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრებისთვის. საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოთ – ჭკვიანური თვითრეკლამა ძალიან შედეგიანი იქნება.

გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. ამ დღეს მოგებიანი გარიგებების დადების და დიდი ფულის ადვილად შოვნის შანსი მოგეცემათ.

მშვილდოსანი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. საკუთარი და კოლეგების საქმეების ერთდროულად კეთება მოგიწევთ. ეს, ერთი მხრივ, რთული და დამღლელი, მეორე მხრივ კი, საინტერესოა. გარშემომყოფები თქვენს მონდომებას ამჩნევენ და გეგმის განხორციელებაში სიამოვნებით გეხმარებიან. ფინანსური მდგომარეობა დიდი შესყიდვების საშუალებას გაძლევთ – შეძენილით კმაყოფილი დარჩებით. დღის მეორე ნახევარში უჩვეულო და მაცდურ შეთავაზებას მიიღებთ.

თხის რქა

ამ დღეს სირთულეების მიუხედავად, სერიოზული პრობლემები არ გელით, რადგან ყველაფერს გაუმკლავდებით. საშუალება გექნებათ, რომ სამსახურებრივი პრობლემები მოაგვაროთ, რომლებზეც დიდი ხანია თავს იმტვრევთ. ლიდერის თვისებები თანამოაზრეთა გუნდის შეკრებაში დაგეხმარებათ. რომანტიკული პაემანი დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა. თითქმის ყველაფერში გაგიმართლებთ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. შანსი მოგეცემათ, რომ პროფესიულ მიზნებს მიაღწიოთ, მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და მენეჯმენტისა და გავლენიანი ადამიანების პატივისცემა დაიმსახუროთ. შესაძლოა, წვეულებაზე მოხვდეთ, სადაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ.

თევზები

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, წარმატებას მიაღწიოთ და კარგად გაერთოთ. შუადღის შემდეგ ჯერ უმნიშვნელო, შემდეგ კი სერიოზული პრობლემები გელით. გირჩევთ, მეგობრების რჩევებს მოუსმინოთ და ოჯახის წევრების აზრი გაითვალისწინოთ. სხვისი შეცდომების გაანალიზება საკუთარი შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დაუგეგმავ შესყიდვებს და ფინანსური ვალდებულებების აღებას.