21 მაისს სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა

238
spot_img

ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი  1937 წლის 21 მაისს დაიბადა თბილისში, “ფიქრის გორაზე”, ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და ცნობილი რეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის ოჯახში.

დედა – ვერიკო ანჯაფარიძე, ინგლისის ხელოვნების აკადემიამ XX საუკუნის ათ საუკეთესო მსახიობს შორის დაასახელა.

მამა _ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და სტალინის საყვარელი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი მრავალი ტალანტით დაჯილდოვებული ადამიანი იყო _ მხატვარი, სკულპტორი, პოლიგლოტი, უკრავდა თითქმის ყველა ინსტრუმენტზე.

მან ასზე მეტი როლი ითამაშა ქართულ თეატრსა და კინოში. ერთადერთია საბჭოთა მსახიობებს შორის, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ​თენგიზ აბულაძის 1976 წელს გადაღებულ ფილმში “ნატვრის ხე” სოფიკო ჭიაურელმა “ფუფალას” როლი ითამაშა და ფილმის ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლში გამორჩეული ადგილი დაიკავა. ფილმმა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო. გამორჩეული იყო “ნატვრის ხის” ჩვენება აშშ-ში, ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც სცენაზე ასული სოფიკო ჭიაურელი მაყურელმა ვერ იცნო. თავად მსახიობი ასე იხსენებდა ამ ისტორიას: ნატვრის ხე გვქონდა წაღებული თენგიზ აბულაძეს და მე ჩიკაგოში, კინოფესტივალზე. ფილმის ჩვენების შემდეგ წარმადგინეს, გამოვედი სცენაზე, მაშინ გამხდარი ვიყავი ძალიან… ტაში დაგვიკრეს, თავი დავუკარი და მერე ეკითხებიან თენგიზს – ის ქალი, ფუფალას რომ თამაშობს არ ჩამოვიდაო? თენგიზმა უთხრა – ეს ის ქალიაო. მიყურებდნენ გაკვირვებულები, ვერ დაიჯერეს რომ მე ის ქალი ვიყავი”… “ნატვრის ხის” გადაღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც თენგიზ აბულაძე ტრილოგიის მესამე ფილმს – “მონანიებას” იღებდა, ფილმში სოფიკო ჭიაურელს შესთავაზა როლი, თუმცა მსახიობმა ამ როლზე რეჟისორს დედის, ვერიკო ანჯაფარიძის კანდიდატურა შესთავაზა. “როცა მონანიებას იღებდა, თენგიზ აბულაძეს სურდა რომ ის ქალი, რომელიც ბოლო სცენაში ტაძრისაკენ მიმავალ გზას ეძებს, მე მეთამაშა. ის ფიქრობდა, რომ ეს ქალი არის დაბერებული ფუფალა, ეს ფუფალას ბოლოა… მახსოვს დამირეკა და მითხრა – სოფიკო, ასე ვფიქრობ და მოდი მოვემზადოთ, გრიმზე წავიმუშაოთ, შენ რაღაცნაირად დაგაბეროთ… ვუთხარი: ბატონო თენგიზ, რად გინდათ რომ ეხლა ჩვენ გრიმზე ვიმუშაოთ, ხომ იქნება რაღაც არაესთეტიკური ამაში, რა საჭიროა ეს ყველაფერი, როდესაც არსებობს ვერიკო?! მითხრა, რას ამბობ, მე როგორ ვაკადრებ ამ პატარა ეპიზოდს ვერიკოსო. მე კი ვუპასუხე – მე ვაკადრებ, მე ვეტყვი-მეთქი. მართლაც ვუთხარი და დავითანხმე, დედა, აქვე გადაგიღებენ, აქვე ჩვენს ქუჩაზე მოვლენ და უცებ გადაგიღებენ – მეთქი. ასეც მოხდა და როგორ ჩაჯდა ეს ეპიზოდი ამ ფილმში იცით, მგონი მონანიებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია…” – იხსენებდა სოფიკო ჭიაურელი.

ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, ფილ­მი “მო­ნა­ნი­ე­ბა” 1984 წელი