,,2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის მზადება ოპოზიციაში უკვე დაწყებულია” – ჩიბურდანიძე

74
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება იმ ფაქტს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ამით ამერიკამ მკვეთრი მესიჯი გამოუგზავნა საქართველოში მისი სახელით მოსაუბრე ცრუ დემოკრატებს, რომ არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ.

„ISFED-ს და მის ირგვლივ გაყალბების დიდ შეთქმულებაში მონაწილე პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ოპოზიციის ლობისტები უცხოეთიდან, ალბათ შოკში არიან ამერიკაში მიმდინარე პროცესების გამო. ამერიკამ მკვეთრი მესიჯი გამოუგზავნა საქართველოში მისი სახელით მოსაუბრე ცრუ დემოკრატებს, რომ არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ.

დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის მზადება ოპოზიციაში უკვე დაწყებულია, მაგრამ, მათ ისევ დასავლეთიდან აუნთეს წითელი. ამაზე მეტყველებს თუნდაც ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თურმე დასავლეთი 2024 წლის არჩევნების შედეგებს არ ცნობს, თუ ისინი ვერ გაიმარჯვებენ. ვაშაძემ ამხილა მათი მზაკვრული გეგმა, რომ უკვე მუშაობენ კონკრეტულ პირებთან, რათა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარონ. მათ კარგად იციან, რომ სასტიკი დამარცხება ელით, ამიტომ ემზადებიან არა არჩევნებში გასამარჯვებლად, არამედ, შედეგების გასაყალბებლად ისევ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ლობისტების დახმარებით.

მათ ავიწყდებათ ის, რომ ხალხმა უკვე მიიღო ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება და მჯერა, მომავალი წლის არჩევნების შედეგებს არავის გააყალბებინებენ, მათ შორის, არც უცხოეთის მაღალი თანამდებობის პირებს.“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.