20-21 მაისს თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი გაიმართება

135
spot_img

20-21 მაისს თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში საქართველოში პირველი სპორტული ფესტივალი, „სპორტფესტი“ ჩატარდება.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს შიდა და გარე სივრცეები დახვდებათ, რომელშიც მოწყობილი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის ზონები, სპორტული არენა, სცენა სხვადასხვა სპიკერებით, საბავშვო და კვების ზონები.

ფეხბურთი, ბეისბოლი, გოჯუ რიუ, ჯიუჯიცუ, რაგბი, ტექბოლი, ავტოსპორტი, მთის სპორტები, ფარიკაობა, ველოსპორტი – ეს იმ სახეობების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც სტუმრები ფესტივალზე შეხვდებიან.

სპორტული ფედერაციები, სკოლები, კლუბები, სავარჯიშო დარბაზები და მაღაზიები უამრავი გასართობი აქტივობითა და სიურპრიზით შეეცდებიან, ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის სტუმარი სპორტთან დააკავშირონ.

სპორტული აქტივობების გარდა, ადგილზე მოეწყობა კვების ობიექტები, ასევე გაიმართება გასართობი და სათავგადასავლო აქტივობები. ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება, ჩაერთოს მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს გულშემატკივრებისთვის ცნობილი და საყვარელი სპორტსმენები დაესწრებიან.

„სპორტფესტის“ მიზანია საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი და აქტიური წესის პოპულარიზაცია.

20 და 21 მაისს აქტივობები 12:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.

დასწრება თავისუფალია.