14 მაისს თამარობა აღინიშნება

250
spot_img

14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღნიშნავენ.

თა­მა­რი XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა სახელმწიფოს. თამარის გამეფების წელსვე (1184წელს) სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება გაჩნდა. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ თამარმა მოახერხა მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ თვითონაც მოუწია დათმობებზე წასულიყო.

1185 წელს მეფემ რუს უფლისწულ იურიზე (ანუ გიორგი) იქორწინა. ქართველებმა მისი სარდლობით მრავალი ირანული ქალაქი აიღეს. მოგვიანებით, გიორგის შეუწყნარებელი ხასიათის გამო, თამარი იძულებული გახდა ქმარს გაჰყროდა.1189 წელს მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის ძეზე, დავით სოსლანზე. თამარსა და დავითს ვაჟი შეეძინათ მას გიორგი-ლაშა უწოდეს. ერთი წლის შემდეგ თამარსა და დავითს მეორე შვილი, რუსუდანი შეეძინათ.

თამარ მეფის მეთაურობით, ქართველებმა მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვეს. თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა.

დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი: ბეთანიის ტაძარში, ბერთუბნის ეკლესიაში (თუმცა, აქ ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული), თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახული ვარძიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე და ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა.

ახალციხეში ამ დღესასწაულს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ. შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ამაღლების ეკლესიასთან მდგარი თამარ მეფის ძეგლი წმინდა თამარ მეფის ერთადერთი ძეგლია საქართველოში.