ვერძი
მიზნის მისაღწევად ბევრი ბრძოლა მოგიწევთ. წარმატება თქვენს ამტანობაზეა დამოკიდებული. პლანეტების გავლენა პირად ურთიერთობაში წარმატებულ დღეს გპირდებათ. ეცადეთ ისარგებლოთ – ამ დღეს მარტოხელა ვერძს ხიბლს ვერავინ გაუძლებს.
კურო
მშვიდი დღეა, მოულოდნელობების გარეშე. ცვლილებები, რომლებსაც დიდი ხანია ელით, უახლოეს ხანებში მოხდება, თანაც იმაზე უკეთ, ვიდრე ელოდით.
ბოლო დროს ემოციების მოთოკვა გიჭირთ. თუ სახლში კონფლიქტები არ გსურთ, მეტი დიპლომატია უნდა გამოიჩინოთ.
ტყუპები
თუ კარიერულ წინსვლას გეგმავთ, ყურადღება მიმდინარე პროექტების დეტალებზე უნდა გაამახვილოთ. ეცადეთ, საკუთარი ძალა და შესაძლებლობები გააცნობიეროთ და ეს ენერგია მიზნების მისაღწევად მიმართოთ. არც ოჯახთან ერთად დასვენების შესახებ დაივიწყოთ – ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა აღადგინოთ.
კირჩხიბი
სანამ პარტნიორებს ამა თუ იმ საქმის დაწყებას შესთავაზებთ, ეცადეთ გეგმა და არგუმენტები შეაგროვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი დარწმუნება გაგიჭირდებათ. პლანეტების გავლენა მნიშვნელოვან ოპერაციებში დაგეხმარებათ, თუმცა, ამჟამად მთელი ყურადღება ოჯახის საქმეებზე გაქვთ გადატანილი, რამაც შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ.
ლომი
თქვენი ძალისხმევა ჯილდოს იმსახურებს! გირჩევთ საკუთარი გადაწყვეტილება პარტნიორს გაუზიაროთ და ერთად იპოვით საუკეთესო გადაწყვეტილებას, რომელიც პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
მარტოხელა ლომებს დღის მეორე ნახევარში ერთი ნახვით სიყვარული ელით. დროა, თქვენი გული დიდი გრძნობისთვს მოამზადოთ.
ქალწული
ამ დღეს მენეჯმენტთან ან ადმინისტრაციასთან კამათი და დაპირისპირება გელით. ეცადეთ კომპრომისი დროულად იპოვოთ და შეჩერდეთ. ოჯახის და მეგობრების რჩევა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
მოულოდნელი შემოსავალი საშუალებას მოგცემთ, რომ ვალდებულებები შეასრულოთ.
სასწორი
სამსახურში ეცადეთ ემოციები გამუდმებით აკონტროლოთ და აგრესიის გამოვლინება არ დაუშვათ. ოჯახურ ურთიერთობებში კი მეტი გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და ძველებური ოპტიმიზმი დაგიბრუნდებათ. მარტოხელა სასწორებისთვის ეს დღე შეიძლება ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპად იქცეს.
მორიელი
წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით და ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ფინანსური თვალსაზრისით მეტი წინდახედულობა გმართებთ.
მოულოდნელმა შემთხვევამ შეიძლება თქვენს სამომავლო გეგმებზე გავლენა მოახდინოს. მიზეზი გამოჩნდება, რომ შეჩერებული პროექტის განხორციელებას დაუბრუნდეთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ და კოლეგებს შესანიშნავი ინიციატივები შესთავაზოთ. მოერიდეთ სკეპტიკოსებს, რომლებიც ხელის შეშლას ცდილობენ. ასევე, ნუ ეცდებით ყველაფრის დამოუკიდებლად მოგვარებას და საჭიროების შემთხვევაში რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ.
მარტოხელა მშვილდოსნებო, ამ დღეს ინსტინქტებს მიჰყვებით, თუმცა შეიძლება მან თქვენთვის შეუფერებელ ადამიანებთან მიგიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ პირველი შთაბეჭდილება მცდარია.
თხის რქა
ბოლო დროს თქვენს თავში ჩაიკეტეთ და ეს თქვენი დიდი შეცდომაა. ეცადეთ, სხვა ადამიანებისთვის უფრო ღია და ხელმისაწვდომი გახდეთ.
პირად ურთიერთობებში დიმინირებას ცდილობთ, მაგრამ კარგი იქნება, ინიციატივის უფლება პარტნიორს მისცეთ. თქვენი ურთიერთობა ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება, თუ ცოტა მოდუნდებით.
მერწყული
ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და ენერგია ტყუილად არ დახარჯოთ. თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება – წარმატება უკვე ახლოსაა, ცოტა მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.
რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, წინ დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ „ქამარი მოიჭიროთ“.
თევზები
მიზნამდე მისვლისთვის შეიძლება ზოგი მოვლენის ან ადამიანის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ. მუშაობის დროს სირთულეებმა და დაბრკოლებებმა არ შეგაშინონ – მათ გადალახვას ადვილად შეძლებთ.
მარტოხელა თევზებს შეიძლება ნამდვილი სიყვარული ეწვიოთ. თუ დროებითი გაუგებრობების მოგვარებას შეძლებთ, ამ ურთიერთობას ბედნიერი დასასრული ექნება.