17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

428
spot_img

ვერძი

მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისთვის. შეგიძლიათ საერთო გეგმების განხორციელება დაიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი საკითხების განხილვისთვის – ინტუიცია არ გიღალატებთ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კურო

ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შეცდომები საქმეში.

გირჩევთ ძველ ნაცნობებს შეხვდეთ – მათთან განსახილველი თემები დაგიგროვდათ. მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა თქვენი ინიციატივით.

ტყუპები

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის. გამორიცხული არ არის, სულელური მიზეზის გამო ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ. ზოგი ტყუპები იმ ურთიერთობის გაწყვეტაზეც კი იფიქრებს, რომელსაც ძალიან აფასებდა. ნუ აჩქარდებით – ასეთი გადაწყვეტილება უნდა კარგად გაიაზროთ.

დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებთ. ახალი იდეის განხორციელება დიდ წარმატებას გპირდებათ.

კირჩხიბი

გსურთ, რომ საკუთარ თავს და ახლობლებს ასიამოვნოთ, მაგრამ ახლა ამისთვის საუკეთესო დრო არა არის. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

დღის მეორე ნახევარი ტრავმების თვალსაზრისით საშიშია და ფრთხილად უნდა იყოთ.

ლომი

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. რომანტიკული პაემანი გელით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

დღის მეორე ნახევარში ახალი იდეები გეწვევათ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

ქალწული

ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. გირჩევთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მოისმენთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

სასწორი

მოემზადეთ ემოციურად არასტაბილური დღისთვის, როდესაც გეგმები მუდმივად უნდა ცვალოთ. განწყობაც ცვალებადია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რათა ვინმეს უნებურად გული არ ატკინოთ.

პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა – შესაძლოა, პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.

მორიელი

მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ მათი გადაჭრის გზას და შესაძლებლობას აუცილებლად იპოვით. ბევრი საკითხის მოგვარებას, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, ძველი ნაცნობების დახმარებით შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა.

დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

მშვილდოსანი

ურთიერთობებისთვს ხელსაყრელი დღეა. ახალ ნაცნობებზე ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენთ, რომ მზად არიან თქვენს ნებისმიერ იდეას მხარი დაუჭირონ.

ფულთან და ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტთ. შესაძლებლობა გაქვთ, პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ.

თხის რქა

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ.

მოულოდნელი საჩუქრები და ფინანსური შემოსავალი გელით. გამორიცხული არ არის, რომ მოგებიანი გარიგებებიც დადოთ. ამ დღეს კომერციული საქმიანობისგან ძალიან შორს მდგარ თხის რქებსაც კი ბიზნესალღო უჩვეულოდ გამძაფრებული აქვთ.

მერწყული

ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და მათ ფარულ მოლოდინებს უსიტყვოდ ხვდებით. საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და აღადგინოთ მნიშვნელოვანი ურთიერთობები. მოერიდეთ თვითკრიტიკას – თუ სხვას ადვილად პატიობთ, საკუთარ თავსაც უნდა აპატიოთ ხოლმე.

თევზები

პანიკაში ნუ ჩავარდებით, თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც გსურთ და ნურც ბედს დაემდურებით. დამშვიდდით, ნაჩქარევი დასკვნები და ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები იმედგაცრუების გარდა არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ.

მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას და უთანხმოების დროს ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.