17 მაისს ქაშვეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი ჩატარდება, რის შემდეგაც მსვლელობა გაიმართება

55
spot_img

საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ წელსაც, ტრადიციულად სასულიერო პირები და მრევლი ლოცვით მსვლელობას აწყობენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოჯახი და ტრადიციების პატივისცემა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთა დაცვასა და სიწმინდეზე დგას ღირსეული ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სიმტკიცე.

„ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ოჯახი და ტრადიციების პატივისცემა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთა დაცვასა და სიწმინდეზე დგას ღირსეული ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სიმტკიცე. ნიშანდობლივია, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა როგორც ქრისტიანების, ისე სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანსაღი ოჯახი არის ძლიერი და ტრადიციების ერთგული სახელმწიფოს სახე და საფუძველი

2024 წლის 17 მაისს, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

გავერთიანდეთ და სადღესასწაულო სულისკვეთებით ვილოცოთ ჩვენი ოჯახების სიმტკიცის, სიწმინდის, ქვეყნის ძლიერებისა და მშვიდობისათვის!“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

https://www.facebook.com/sazupatriarchate/posts/pfbid02hxg4fPjfu8qVsCQ5UNTVuALSmFFcKHn49bWep16c8bj3y38TE4ad6dgFwtFxvFNGl