17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს 10 წელია უკვე აღინიშნება და უქმე დღედ გამოცხადდება – შალვა პაპუაშვილი

17
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს დღე ასევე უქმე დღედ გამოცხადდება.

„17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს 10 წელია უკვე აღინიშნება და უქმე დღედ გამოცხადდება. ეს ცვლილებები დღეს დაინიცირდება და ყველასთვის საჯარო იქნება. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ, ხოლო, საშემოდგომო სესიაზე უკვე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ ვისაც სურს დისკუსიის მონაწილე იყოს, გახდეს. როგორც საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში ჩვენ ვნახეთ მოქალაქეების მხრიდან სრული მხარდაჭერა, 17 მაისს გამართული მასშტაბური აქცია ფაქტობრივად, ამ კანონის მხარდაჭერის სახალხო რეფერენდუმი იყო. აქედან გამომდინარე, პარლამენტის ვალდებულება, რომ შეასრულოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.