16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

177
spot_img

ვერძი

ეცადეთ, დრო მხიარულ გარემოში, ახლობელ ადამიანებთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ, ოჯახური ვახშამი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

კურო

მოსალოდნელია გაუგებრობები და მცირეოდენი დანაკარგები, ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებს, მალე, მცირე უსიამოვნებებიც სასიკეთო ახალი პერსპექტივებით შეიცვლება.

ტყუპები

იყავით თავდაჭერილი და დიპლომატიური, ნებისმიერმა არასწორად ნათქვამმა ფრაზამ, არასწორმა მოქმედებამ შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს თქვენი სანდოობა და პროფესიონალიზმი.

კირჩხიბი

სასურველია, გააანალიზოთ ახალი შემოთავაზებები, დაფიქრდით საბოლოო მიზანზე, განსაზღვრეთ სასურველი შედეგების დადებითი და უარყოფითი მხარეები და იმოქმედეთ შესაბამისად.

ლომი

დაივიწყეთ სტერეოტიპები და მოიფიქრეთ განსხვავებული ხერხები თქვენი პროექტების რეალიზებისთვის, დღეს თქვენი გონებრივი და ორატორული შესაძლებლობებით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. დღის ბოლოს აუცილებლად დაისვენეთ.

ქალწული

შესაძლოა, საინტერესო სიურპრიზი მიიღოთ, რაც ძალიან გაგახარებთ, ირგვლივ მყოფთა ყურადღებას დაიმსახურებს თქვენი პროექტებიც, ეს ყველაფერი კი თქვენს მოტივაციას გაზრდის.

სასწორი

დაკავდით საოჯახო საქმეებით და მოაწესრიგეთ საქმიანი ქაღალდები, თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისგან და მოერიდეთ ყოველგვარ საქმიანობას, რომელიც ფინანსურ საკითხებს უკავშირდება.

მორიელი

კარგი იქნება, თუ დროს ოჯახთან ერთად გაატარებთ, მოერიდეთ თავყრილობებს და უცხო ადამიანებთან ურთიერთობებს, რაც უნდა მაცდურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს მათგან შემოთავაზებული წინადადებები.

მშვილდოსანი

თავი შეიკავეთ სერიოზული საქმეებისგან. სჯობს, დაისვენოთ და იფიქროთ სამომავლო გეგმებზე.თუ ეს შესაძლებელია, ესტუმრეთ ახლო მეგობრებს და გაიხსენეთ ყველაზე კარგი მომენტები თქვენი წარსულიდან.

თხის რქა

შესაძლოა, დღევანდელმა სტუმრიანობამ არც ისე სასიამოვნოდ ჩაიაროს, ვინაიდან, საჭირო გახდება საკუთარი გეგმების გადადება და სხვების პრობლემების მოგვარება.

მერწყული

მეტი იურთიერთეთ ნათესავებთან და ახლობლებთან, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ სამყაროში, შეეცადეთ, მიიქციოთ სხვების ყურადღება, საინტერესო თემით და გახალისდით.

თევზები

შესაძლოა, რომელიმე ახლობელს თქვენი დახმარება და მორალური მხარდაჭერა დასჭირდეს, შედეგად, თავადაც კმაყოფილი დარჩებით და ღირსეულადაც დაგიფასდებათ გაწეული სამსახური.