14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

197
spot_img

ვერძი

მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ კარიერულ წინსვლაზე ან პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა დაიწყოთ. წარმატების მიღწევაში პლანეტების განლაგება და მოზღვავებული ენერგია დაგეხმარებათ. გაუგებრობას არ მისცეთ უფლება, განწყობა გაგიფუჭოთ.

კურო

სიურპრიზებით სავსე დღეა. მოემზადეთ იმისთვის, რომ ახალ გარემოებებთან შეგუება და იმპროვიზაცია მოგიწევთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, ადვილად მისაღწევი მიზნები დაისახოთ ან დახმარება გავლენიან ადამიანებს სთხოვოთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ცივი ზამთრისთვის იმუნიტეტის გაძლიერება უნდა დაიწყოთ.

ტყუპები

სანა მოქმედებას შეუდგებით, გირჩევთ, ჩატარებული სამუშაო შეაფასოთ. დროა, იფიქროთ, სასურველ შედეგებს სწრაფად როგორ მიაღწიოთ. ამ დღის პრობლემები სიტუაციის ობიექტურად შეფასებაში დაგეხმარებათ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი გახდება.

კირჩხიბი

წარმატებული და ხალისიანი დღეა. დილიდან ნათელი შთაბეჭდილებები გელით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებთ, წარმატებამდე მიგიყვანთ. მთავარია, ამ დღეს რჩევა არავის მისცეთ და სხვების ცხოვრებაში არ ჩაერიოთ.

ლომი

იღბალი თქვენს მხარესაა. ჰოროსკოპი დადებით ემოციებს, სასარგებლო შეხვედრებს და ამაღლებულ განწყობას გპირდებათ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, ხოლო მენეჯმენტი თქვენს პროფესიულ უნარებს სათანადოდ შეაფასებს. მოუწყვეთ რომანტიკული სიურპრიზი თქვენს საყვარელ ადამიანს.

ქალწული

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ. ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი უნდა იყოთ. ამ დღის ამოცანა უკვე დაწყებული საქმეების დასრულებაა. ამის შემდეგ შეგიძლიათ ახალი პროექტი დაიწყოთ, რასაც დიდი ხანია გეგმავთ. მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, ამიტომ დადებით განწყობა უნდა შეინარჩუნოთ.

სასწორი

დაფიქრდით, რა არის ის, რაც წინსვლაში ხელს გიშლით, დროს და ენერგიას გართმევთ? დროა, ამისგან გათავისუფლედეთ და მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ. გირჩევთ, ახალი პრობლემები მშვიდად და ეტაპობრივად მოაგვაროთ. ნუ აჩქარდებით, რათა შეცდომა არ დაუშვათ და ეცადეთ, ახლად შექმნილ გარემოებებს შეეგუოთ.

მორიელი

ამ დღეს ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს. აკონტროლეთ თქვენი ყველა მოქმედება და ეცადეთ, არ გადაიღალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო დღეებში დაგროვილი სტრესი გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას – ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

მშვილდოსანი

ენერგიულობა და შედეგებზე ფოკუსირება ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ. რთულ სამუშაოს შეეჭიდეთ, მაგრამ იცით, რომ გზის ბოლოს დამსახურებული ჯილდო გელით. გამორიცხული არ არის, რომ ბევრი პრობლემა თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდეს.

თხის რქა

ეს დღე შესაფერისია ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის. გირჩევთ, უფრო გაბედულად იმოქმედოთ. უსამართლობის მიმართ გამძაფრებული პროტესტი გაქვთ, მაგრამ ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და პატივი სცეთ სხვის აზრს.

მერწყული

ამ დღეს გულწრფელი უნდა იყოთ. თამამად ისაუბრეთ საკუთარ სურვილებსა და იმედგაცრუებებზე და შეიძლება იმ კითხვაზე პასუხი იპოვოთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. შესაძლოა, დღეს თქვენი ძველი ოცნება ახდეს. სასურველია, საყვარელ ადამიანთან სამომავლო გეგმებზე ისაუბროთ და სამოქმედო სტრატეგია დასახოთ.

თევზები

ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობენ ადამიანები თქვენ ირგვლივ. შესაძლოა, სრულიად შემთხვევით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინოთ, რომელიც ძალიან გამოგადგებათ. სავარაუდოდ, ბევრი პრობლემა თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდება.