რუსეთის გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ (Комсомольская правда) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები კოსტრომის ოლქს ეწვივნენ, სადაც „დედის დღისადმი“ მიძღვნილი კონცერტი გამართეს“ (ავტორი – დარია ზალესსკაია).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები გასულ შაბათ-კვირას კოსტრომის ოლქს ეწვივნენ, სადაც დაახლოებით ასამდე ეროვნების 15 ეთნოკულტურული საზოგადოებრივი გაერთიანებები მოქმედებენ. ისინი რეგულარულად მართავენ სხვადასხვა ღონისძიებებს და კოსტრომელებს თავიანთი ხალხების ტრადიციებს აცნობენ.
მოსკოვიდან ჩასული ქართველების დელეგაციისათვის კოსტრომაში ექსკურსია მოაწყეს. ქართველები შეხვდნენ აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ვიზიტი დასრულდა სადღესასწაულო კონცერტით კულტურის სასახლეში, სადაც ოლქის ეროვნული გაერთიანებების 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ წინაშე გამოვიდნენ ქართული ცეკვების ანსამბლი „კოლხეთი – ივერია“, ქართული ეროვნული ბალეტი, ქართული და რუსული სიმღერების მოსკოველი შემსრულებლები.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „დედის დღე“ კოსტრომაში აღგვენიშნა და ამით კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი ხალხის გამაერთიანებელი ტრადიციები, გაგვემტკიცებინა ჩვენი მეგობრობა. ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ვითარდება. პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთის ხალხებმა მეგობრობისა და ერთიანობის კარგი მაგალითი გამოავლინეს. ჩვენ ვმოქმდებთ იმ კულტურული კოდით, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, რომლებიც ერთდად იბრძოდნენ მტრების წინააღმდეგ“, – აღნიშნა რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.