10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

204
spot_img

ვერძი

ამ დღეს საშინაო საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. დროა, საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ – ჰკითხეთ, რა აწუხებთ და დახმარებასაც დაჰპირდით. თუ თქვენს თვალში ზოგმა საგანმა ან ადამიანმა ფასი დაკარგა, თამამად შეგიძლიათ, მათგან გათავისუფლდეთ. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომლისგანაც გრძნობთ, რომ თქვენი შურს.

კურო

ძველი მეგობრები ან ყოფილი კოლეგები შეიძლება მომავალ საქმეებში დაგჭირდეთ, ამიტომ მათთან ურთიერთობა არ გაწყვიტოთ, პერიოდულად დაუკავშირდით და აქტუალური თემები განიხილეთ. თქვენი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გპირდებიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელიც მომავალზე გავლენას მოახდენს და თქვენს ცხოვრებას შეცვლის. თუ ახლობელი ადამიანი დახმარებას გთხოვთ, უარს ნუ ეტყვით, გამორიცხული არ არის, რომ მალე მისი დახმარება თავად დაგჭირდეთ. თუ თქვენს ცხოვრებაში არის ისეთი საქმე, რომელიც რამდენჯერმე არ გამოგივიდათ, ხელს ნუ ჩაიქნევთ და კიდევ სცადეთ, სანამ მიზანს არ მიაღწევთ.

კირჩხიბი

თუ ამომწურავი პასუხის მიღება გსურთ, კითხვა სწორად და გასაგებად უნდა დასვათ. გაურკვევლობამ შეიძლება დაწყებული საქმე ჩიხში შეიყვანოს და დამატებითი სირთულეები შეგიქმნათ. 10 ნოემბერს ნებისმიერი ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება. დღის მეორე ნახევარში შეიძლება, სასარგებლო ინფორმაცია ან ნანატრი სიახლეები გაიგოთ.

ლომი

პიროვნული ხიბლი და მეგობრული დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ მიზანს სწრაფად და მარტივად მიაღწიოთ. შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც დროულად უნდა განიხილოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას.

ქალწული

დღეს უმჯობესია, გუნდურად იმუშაოთ – კოლეგების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. თუ შესაძლებელია, შრომატევადი და რთული საკითხების მოგვარება სამომავლოდ უნდა გადადოთ. ეს დღე მგზავრობისა და მოგზაურობისთვისაც არახელსაყრელია.

სასწორი

დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან ირონიული შენიშვნით შეიძლება თანამოსაუბრე ძალიან შეურაცხყოთ. ამის გამო თავადაც გული დაგწყდებათ, ამიტომ ეცადეთ, დღეს საკუთარი სიტყვები მაქსიმალურად აკონტროლოთ. გირჩევთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. შეიძლება, რაღაც სიახლე შეიტყოთ, რაც თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება.

მორიელი

ნუ უარყოფთ ძველი ნაცნობების რჩევებსა თუ მოსაზრებებს – ისინი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მოემზადეთ რთული დღისთვის, რადგან ახალ გარემოებებთან ადაპტაცია მოგიწევთ. კარგი იქნება, ძველ ბიზნესპარტნიორებს შეეხმიანოთ და ახალი პირობებით თანამშრომლობა შესთავაზოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, თავდაპირველი გეგმა არ უნდა შეცვალოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, წინააღმდეგობას დაძლევთ და სასურველ შედეგს მიაღწევთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით – ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და ახალი თანამოაზრეები შეიძინოთ.

თხის რქა

ამ დღეს ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნო იქნება. სასარგებლო კავშირების დამყარებას და საკუთარ სიმართლეში თანამოსაუბრეების დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი მცირე დეტალებამდე უნდა გაიაზროთ, რისკები და მოსალოდნელი სარგებელი შეაფასოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან.

მერწყული

ამ პერიოდში მოგზაურობა სასიამოვნო შთაბეჭდილებებს და ნათელ ემოციებს გპირდებათ. სხვა ადამიანების განწყობას ძალიან ადვილად ხვდებით და მათი აზრების ამოცნობას ახერხებთ. ნუ აჰყვებით ცდუნებას და ეცდებით ადამიანებით მანიპულირებას, თორემ კარგ ურთიერთობას გააფუჭებთ.

თევზები

გახსოვდეთ, რომ დასკვნის გამოტანამდე ფაქტები აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს. ეცადეთ გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ. დღეს მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი სიჯიუტის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.